in

ზრუნვა სჭირდება მასაც, ვინც ჩვენზე ზრუნავს — Frontline19-ის კამპანია

BOG
BOG

მსოფლიოში უამრავი ადამიანი აწყდება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სირთულეებს. მათ შორის არიან ისინიც, ვინც თავად ზრუნავს სხვების კეთილდღეობაზე… კვლევის მიხედვით, ექიმების ნახევარზე მეტი ყოველდღიურად უმკლავდება ფსიქიკურ პრობლემებს — შფოთვას, დეპრესიას, სტრესს… საქველმოქმედო ფონდ Frontline19-ის კამპანიაც, რომელიც კრეატიულ სააგენტო adam&eveDDB-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა, ამ საკითხზეა ორიენტირებული.

ვიდეორგოლი Sicker Than the Patients ძალიან ემოციურ კადრებს აერთიანებს — თითოეულ მათგანში ვხედავთ ექიმებს, რომლებიც პირადად უმკლავდებიან საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს მიღებულ სტრესს… მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს კადრში მსახიობები არიან წარმოდგენილნი, რეალობა უცვლელი და ნამდვილია.

„ხშირად გვავიწყდება, რომ მათ, ვინც ჩვენზე ზრუნავს, ასევე სჭირდებათ ზრუნვა. ბევრი ექიმის მენტალური ჯანმრთელობა რღვევას განიცდის, ჩვენი კამპანია კი ამას გახსენებთ“, — აღნიშნავს adam&eveDDB-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, ანტ ნელსონი.

#პორტფოლიო – ნახეთ ვიდეორგოლები McCann Tbilisi-ის ნამუშევრებიდან

შესაძლოა, კატის ყოლა შიზოფრენიის განვითარების რისკებს ზრდიდეს