in

მტკივნეული ყოველდღიურობა, რომელიც გარესამყაროსთვის უხილავია – SickKids-ის კამპანია

BOG
BOG

17 წლის წინ ჯონი ქეშმა Nine Inch Nail-ის სიმღერა, სახელწოდებით Hurt იმღერა, თანაც ისე კარგად, რომ დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს შესრულება. თუმცა, სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ამ სიმღერით ასპარეზზე კანადის ბავშვთა საავადმყოფოს “SickKids” პაციენტები გამოვიდნენ. ლოგიკური იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს სიმღერა აბსოლუტურად მორგებულია იმ რეალობას, რომელშიც პატარა პაციენტები არსებობენ.

ნაცრისფერი დღეები, მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის, საავადმყოფოს კედლები, სასიხარულო ან სამწუხარო შეტყობინებები – ეს SickKids-ის ყოველდღიურობაა. და სწორედ იმიტომ, რომ ეს ყოველდღიურობა გარესამყაროსთვის უხილავია ხოლმე, კანადის საავადმყოფო საკომუნიკაციო სააგენტო Cossette-სთან ერთად შეეცადა, ამ რეალობისთვის ნათელი მოეფინა. ისინი იბრძვიან, იბრძვიან სიცოცხლისთვის და, ამავდროულად, ოპტიმისტურად უყურებენ თავიანთ მომავალს. ალბათ, სწორედ ამიტომაც მთავრდება კამპანია სიმღერის ფრაზით “I will find my way..”

ბარსელონაში ქართული სივრცე “დარიალი” გაიხსნა

ლუდი ქაღალდის ბოთლებში – Carlsberg-ის ინიციატივა