SickKids Foundation დაავადებული ბავშვებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვაზე ზრუნავს. ამიტომაც გადაწყვიტა სათქმელი მეტად ემოციურად მოეტანა ჩვენამდე. შეგვახსენა, რომ დაავადებული ბავშვებისთვის ყოველი დღე ბრძოლაა და ამ ბრძოლის თანმხლები ემოციებიც გადმოგვცა, იქნება ეს გულისტკივილი, ოპტიმიზმი თუ სიმამაცე.
SickKids Vs-ის ფილმში ბავშვებს კლინიკის საწოლებსა და ქირურგიულ პალატებში ვხედავთ, კონტრასტს კი დაბადების დღის თემატიკით მორთული ტატამით ქმნიან. იმის შესახსენებლად, რომ ამ ბავშვებისთვის ყოველი ახალი დაბადების დღე ბრძოლის შედეგად დგება.
ფილმის ემოციურ ფონს კიდევ უფრო აძლიერებს ბავშვების ხმა. ითვლიან… რეკლამის ბოლოს კი ციფრები ბევრად აღემატება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას და 150-ს აღწევს. ეს არც შემთხვევითია, რადგან უკვე 150 წელია, რაც SickKids-ის საავადმყოფო ფუნქციონირებს.
„FCB-სთან პირველივე შეხვედრისთანავე გვითხრეს, რომ ეს საკითხი VS ბრძოლის მსგავსად უნდა გაგვეცოცხლებინა. ხოლო იმისათვის, რომ მეტი დონაცია მიგვეღო ამჟამინდელ ბრძოლაზე უნდა ვფოკუსირებულიყავით — ჩვენი პაციენტებისთვის მეტი დაბადების დღისთვის ბრძოლაზე. თუმცა, ეს ნამუშევარი არ ფოკუსირდება 150 წლის მიღწევებზე, არამედ კლინიკის მთავარ მისიას ასახავს, რომელშიც დაბადების დღეები კონცეფციის ინსპირაციას წარმოადგენს“, — აცხადებს როი გრუია, SickKids Foundation-იდან.
კამპანიაზე FCB Canada-ს სააგენტომ იმუშავა.