გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყავით ავად — გქონდათ სიცხე, სურდო, გამცივნებდათ და დაკარგეთ მადა. სავარაუდოდ, თქვენ, როგორც ადამიანთა უმეტესობა, ამ სიმპტომებს იმუნური სისტემის დამცველებს დაუკავშირდებით, რომლებიც ორგანიზმში ბაქტერიებს, ვირუსებსა და პათოგენებს ებრძვის.
თუმცა ჟურნალ Nature-ში ახლად გამოქვეყნებული ორი კვლევა იუწყება, რომ ტვინის გარკვეული ნაწილები სწრაფად რეაგირებს დაავადებებზე და ორგანიზმის რეაქციებს აკონტროლებს. ამ ახალმა ხედვამ, შესაძლოა, მინიშნებები მოგვაწოდოს იმის შესახებ, თუ რატომ ვერ უმკლავდებიან ექიმები ქრონიკულ პრობლემებს…
„როდესაც ავად ვართ, წარმოვიდგენთ, რომ ჩვენი იმუნური სისტემა გადატვირთულია და გარკვეულწილად აფერხებს ორგანიზმის ფუნქციებს. თუმცა იდეა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ტვინის მიერ არის ორგანიზებული, არაჩვეულებრივად დამაინტრიგებელია“, — ამბობს კეტრინ დულაკი, ჰარვარდის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორი და ერთ-ერთი კვლევის ავტორი.
პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, გრიპის სეზონი მოახლოვდა და სხვა უფრო გავრცელებული პათოგენებიც აქტიურია, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას… შესაბამისად, ახლა განსაკუთრებით აქტუალურია იმის ცოდნა, რომ იმუნურ სისტემას ერთგვარი „მოკავშირე“ ჰყავს ტვინის სახით. ახალი კვლევის თანახმად, ჩვენი ტვინი გვეუბნება, რომ დავისვენოთ და გვეხმარება, სწრაფად ვიგრძნოთ თავი უკეთ.
ცუდი განცდა გვეხმარება, უკეთ ვიგრძნოთ თავი — ეს ცხოველებსაც ეხება
დიდი თუ პატარა, თბილსისხლიანი თუ ცივსისხლიანი, ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველები ასევე ებრძვიან სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციებს, რომლებიც ვირუსებით, ბაქტერიებითა და სხვა პათოგენებითაა გამოწვეული.
იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს დაავადება სხეულსა და ტვინზე, მკვლევრებმა თაგვებს ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები გაუკეთეს. გაირკვა, რომ თაგვები ისევე ავადდებიან, როგორც ჩვენ. ისინი ლეთარგიულნი ხდებიან და გაცილებით ნაკლებად მოძრაობენ. მათი სხეულის ტემპერატურა იცვლება, უქვეითდებათ მადა და წონის 10%-ს სულ რაღაც ერთ დღეში კარგავენ.
და მიუხედავად მათი ნეგატიურად აღქმისა, როგორც ჩანს, ყველა ეს სიმპტომი — ენერგიის დაზოგვა, ტემპერატურის აწევა პათოგენთან უკეთ საბრძოლველად და ნაკლები ჭამა — რეალურად ძალიან სასარგებლოა ცხოველისთვის და მათ ტვინი აკონტროლებს.
როგორ აღიქვამს ტვინი ავად ყოფნას?
როცა ავად ვართ, ვგრძნობთ, რომ არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენი ტვინი მაინც მძიმედ მუშაობს. ამ პროცესის უფრო დეტალურად შესასწავლად, მკვლევრებმა ტვინში აქტივობის გენეტიკური მარკერები მოძებნეს — მათდა გასაკვირად, ბევრ სფეროში აქტივობის გაცილებით მაღალი დონეა, ვიდრე სხვა დროს.
მკვლევართა ორი ჯგუფი რამდენიმე თვალსაჩინოდ გააქტიურებულ რეგიონზე იყო ფოკუსირებული. კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპოთალამუსის გარკვეული ნეირონები, ტვინის სტრუქტურა, რომელიც გადამწყვეტია სხეულის ძირითადი ფუნქციების რეგულირებისთვის, აკონტროლებს ცხელებას და მადას. როდესაც დულაკი და მისი კოლეგები სპეციალურად ასტიმულირებდნენ ამ ჰიპოთალამუს ნეირონებს თაგვების ავადმყოფობის გარეშე, თაგვებს კვლავ ჰქონდათ ცხელებას და კარგავდნენ მადას.
აღსანიშნავია, რომ ჰიპოთალამუსი არ არის ჩართული ლეთარგიაში ან მოძრაობის ნაკლებობაში. ამის ნაცვლად, ნეირონები ტვინის ღეროს ორ ნაწილში იღებს მონაწილეობას, რათა შეზღუდული მოძრაობის, ჭამისა და დალევის ფუნქციებს გაუწიოს შუამავლობა. როდესაც ტვინის ამ უბნებში გაააქტიურეს ნეირონები, თაგვებმა ცოტა ჭამ, სასმლის მიღება და მოძრაობა დაიწყეს.
„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ტვინი, როდესაც ავად ვართ. ჯერჯერობით არ ვიცით, რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს ქრონიკული სიმპტომები პათოგენისგან გათავისუფლების შემდეგ და იმედია, მალე შევძლებთ ამ საიდუმლოს ამოხსნას“, — აცხადებენ მკვლევრები.
როდესაც დაავადებაზე რეაგირება კარგად არის რეგულირებული, იმის გაგება, თუ რატომ ვგრძნობთ თავს ცუდად და როგორ არის ჩართული ტვინი ამაში, დაგვეხმარება, უფრო სწრაფად და საფუძვლიანად გამოვჯანმრთელდეთ.