in

„სიცოცხლის გულშემატკივარი“ – ქუთაისის „ტორპედო“ 100 წლიან ტრადიციას აცოცხლებს და ტუბერკულოზის დასამარცხებლად კამპანიას იწყებს

ქუთაისში, ეროვნული ლიგის მატჩზე სოციალური კამპანია – „სიცოცხლის გულშემატკივარი“ – დაიწყო, რომელშიც ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ ერთვება და ისტორიულ დღესასწაულს, „გვირილობას“, მის პირვანდელ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დანიშნულებას უბრუნებს.

„გვირილობის“ დღესასწაული ქუთაისში 100 წელზე მეტს ითვლის და ისტორიულად, ის ტუბერკულოზთან ბრძოლას ეძღვნებოდა. საუკუნის წინ, ამ დღეს, გვირილების სანაცვლოდ დაავადებულთა დასახმარებლად თანხას აგროვებდნენ. დროთა განმავლობაში, ტრადიციამ სახე იცვალა და დღეს ადამიანები ერთმანეთს უბრალოდ ყვავილებს ჩუქნიან.

საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლის კუთხით პროგრესი შესამჩნევია, მაგრამ ჯანმო(WHO) ბოლო კვლევის მიხედვით ჩვენთან ავადობის მაჩვენებლები მაინც მაღალია ევროპის წამყვან სახელმწიფოებთან სედარებით

დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ ვითარდება, თუმცა მთავარი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახლა მთავარი გამოწვევა საქართველოში არის დაავადების ირგვლივ გავრცელებული სტერეოტიპები და მითები, რაზეც ხმამაღლა საუბარია საჭირო. მითუმეტეს, რომ ამ დაავადების მკურნალობა სრულად უფასოა

ამ პრობლემაზე ხმამაღლა სასაუბროდ, კრეატიულმა სააგენტო “ქუიქმა” და ქუთაისის ტორპედომ აირჩიეს სივრცე, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს სტადიონი

5 მაისს, „ტორპედოსადა რუსთავისმატჩისთვის შეიქმნა ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სიმბოლო, რომლითაც ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენმეტოქე გუნდები გაერთიანდნენ საერთო ბანერის და სამკლაურის უკანფეხბურთელების თანმხლები ბავშვები მოედანზე გვირილებით ხელში გამოვიდნენ. სტადიონის ადგილობრივი დიქტორისა და მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის კომენტატორის მეშვეობით, ათასობით მაყურებელმა პირდაპირ ეთერში გაიგო ამ მნიშვნელოვანი შინაარსის შესახებკამპანიას, შეუერთდა ტორპედოსფანკლუბი ჯუნგლებიც“.

[პარტნიორის კონტენტი]

დიდი ტრანსფორმაცია – ხანძრის შემდეგ Comforter განახლებული შოურუმითა და 30%-იანი ფასდაკლებით ბრუნდება

როგორ გააერთიანა თიბისი ტექსკოლამ ათასობით მოსწავლე მთელი საქართველოდან