in

სიცოცხლისთვის შესაფერისი ეგზოპლანეტა დედამიწასთან ახლოს მდებარეობს

ის საკმაოდ მსუბუქია და მისი მასა დედამიწის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს

ასტრონომთა ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის, გარშემო ბრუნავს ეგზოპლანეტა, რომელიც ჩვენგან სულ რაღაც ოთხი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს.

M2
M2

Proxima d სისტემაში აღმოჩენილი რიგით მესამე ეგზოპლანეტაა. იგი საკმაოდ პატარაა მისი მასა დედამიწის მხოლოდ მეოთხედს შეადგენს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ ეგზოპლანეტად აქცევს, რაც კი ოდესმე აღმოჩენილა.

“როგორც ჩანს, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავური მეზობელი სავსეა საინტერესო ახალი სამყაროებით, რომლებიც შემდგომი გამოკვლევებისთვის ხელმისაწვდომია”, — ამბობს ჟოაო ფარია, ასტროფიზიკისა და მეცნიერებების მკვლევარი.

პაწაწინა პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო, დაახლოებით, 2.48 მილიონი მილის მანძილზე ბრუნავს, რაც მერკურსა და მზეს შორის მანძილის მეათედზე ნაკლებია. შესაბამისად, Proxima d ამ ბრუნვას სულ რაღაც ხუთ დღეში ასრულებს. უფრო საინტერესოა, რომ მისი ორბიტა პროქსიმა კენტავრის სისტემის სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, სადაც, შესაძლოა, თხევადი წყალი არსებობდეს. სხვა სიტყვებით — Proxima d, თეორიულად, სიცოცხლისთვის გამოსადეგი პლანეტაა.

ფარიას ხელმძღვანელობით, მკვლევართა გუნდმა High Accuracy Radial velocity Planet Searcher (HARPS) ხელსაწყო გამოიყენა, რომელიც ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის ძალიან დიდ ტელესკოპზეა მიმაგრებული. ჯგუფმა Proxima d ჯერ კიდევ 2020 წლის დაკვირვებების დროს დააფიქსირა, თუმცა სიგნალი ძალიან სუსტი იყო მისი არსებობის დასადასტურებლად.

“ახალი დაკვირვებების შემდეგ შევძელით, სიგნალი ახალი პლანეტის კანდიდატის მანიშნებლად მიგვეღო. აღფრთოვანებული ვიყავი დედამიწასთან ასე ახლოს ეგზოპლანეტის აღმოჩენით”, — აღნიშნავს ფარია.

საგულისხმოა, რომ ექსპერტები იმავე მეთოდის გამოყენებას გეგმავენ “მსუბუქი პლანეტების პოპულაციის იდენტიფიცირებისთვის”. სავარაუდოდ, ისინი მრავლადაა ჩვენს გალაქტიკაში და, შესაძლოა, მათგან ბევრი სიცოცხლისთვის შესაფერისიც იყოს.

Noutsa Ramishvili

2 შემთხვევა იყო, როცა რეალურად მივხვდი, როგორი მენეჯერი მინდა ვიყო – ნუცა რამიშვილი

Ikea-ს კამპანიის სიმბოლო 3D ბეჭდვით მომზადებული ხორცის ბურთულებია