in

შესაძლოა, სიცოცხლის ევოლუციის გადამწყვეტი ეტაპი ჰაერში მომხდარიყო

თანამედროვე ბიოლოგიის შედარებით მყარი საფუძველი დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ თბილ პატარა აუზში სიცოცხლის გაჩენაა… მიუხედავად წყლის სასიცოცხლო როლისა დედამიწაზე ადრეული ორგანული რეაქციების გასამარტივებლად, ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი წყლის შემცველ გარემოში არ წარმოქმნილა, რაც წარმოშობს კითხვას, თუ როგორ შეიძინა ისინი სიცოცხლემ. ახალი ექსპერიმენტი კი სწორედ ამ კითხვის პასუხს გვთავაზობს. 

M2
M2

ამიდური ბმები ამინომჟავების ჯაჭვების რგოლებია, რომლებიც სიცოცხლისთვის გადამწყვეტი კომპონენტის საფუძველს ქმნის, მათ შორის პეპტიდებსა და ცილებს. პრობლემა კი ის არის, რომ ამიდური ბმებისთვის წყალი სირთულეს წარმოადგენს, რაც ოკეანის სამყაროს პრობლემაზეც მეტყველებს, როგორიც, შესაძლოა, ძველი დედამიწა იყოს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ რაღაც სხვა შემოდის თამაშში, წყლისა და ჰაერის საზღვარზე კი ჯადოსნობა ხდება. 

ვსაუბრობთ ჰაერისა და წყლის ინტერფეისზე მიკრონის ზომის წყლის წვეთებით თავისუფალი ამინომჟავების უნიკალურ რეაქტიულობაზე, რაც პეპტიდური იზომერების წარმოქმნას მილიწამში იწვევს. ეს რეაქცია გარემოში სრულდება და დამატებით რეაგენტებს, მჟავას, კატალიზატორებს ან რადიაციას არ მოითხოვს, — აცხადებენ მკვლევრები. 

დეტალური ქიმიური ანალიზისთვის მეცნიერებმა მასპექტრომეტრის მოწყობილობას წყლის მიკროწვეთები შეასხურეს, რომელიც ორ ამინომჟავას, გლიცინსა და L-ალანინს შეიცავდა. აქ დიპეპტიდიც იყო ნაჩვენები. ხოლო იმის გამო, რომ მათ ამინომჟავების ჯაჭვების აგება შეუძლიათ, შედეგები გამოიყენეს იმისათვის, რომ ჰაერში დაშლილი ამინომჟავების გამოვლენით მიკროწვეთებს პეპტიდური ჯაჭვების ადრეული აგება დაეჩქარებინა. 

მილიარდობით წლის წინ კი, შესაძლოა, სწორედ ასეთმა მიკროწვეთებმა, რომლებიც ოკეანედან მივიღეთ, შექმნა სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური კავშირები. 

ეს დაკვირვება გვთავაზობს, რომ წყალში ბიომოლეკულების კონდენსაციასა და პოლიმერიზაციასთან დაკავშირებული ენერგეტიკული დაბრკოლებების დასაძლევად ისეთი პარამეტრები, როგორებიცაა აეროზოლები ან ზღვის სპრეები, შესაძლოა, უნიკალურ და საყოველთაო გარემოს წარმოადგენდეს, — ამბობენ მკვლევრები.

ხოლო, თუ გუნდი მართალია, იქ, სადაც წყლის მიკროწვეთები ჰაერს ხვდება, ყველაზე მცირე მასშტაბებში გარემო შეიძლება იყოს მშრალი და არა, სველი. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადასტურებს პირობებს, სადაც დიპეპტიდების სინთეზირება შესაძლებელია.

საინტერესოა ისიც, რომ მეცნიერები ამის ახსნას დიდი ხანია ეძებენ, ისინი გვთავაზობდნენ ყველა სახის განმარტებას, თუ როგორ უნდა წარმოქმნილიყო ამინომჟავების ჯაჭვები ოკეანეში. აქ ჰიდროთერმული ხვრელებისა და ასტეროიდების არსებობაზეც კი საუბრობდნენ. თუმცა ამჯერად სრულიად განსხვავებული ვარიანტი გვაქვს. მართალია, ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეზაა, მაგრამ რეაქტიულობა გვაძლევს დამაჯერებელ გზას პირველი ბიოპოლიმერების ჩამოყალიბებისთვის წყლიან გარემოში

რა არის მანდელას ეფექტი? — საერთო ცრუ მოგონებების უცნაური ფენომენი

Extra.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი ღონისძიება