in

ჩააგდეთ სიძულვილი ნაგვის ურნაში – უჩვეულო კედელი მაიამის ხელოვნების ფესტივალზე

მაიამის ყოველწლიურ ფესტივალზე, რომელიც არაჩვეულებრივ თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებს მოიცავს, ძირითადად კი ქუჩის გრაფიტს, დამთვალიერებლებს სრულიად მოულოდნელად სარეკლამო სააგენტო Alma–სა და კომპანია Glad–ის უჩვეულო კედელი დახვდათ. შავ ფონზე პარკებში ლათინური ასოებია მოთავსებული, რომლებსაც ხელები იჭერენ. ასოებით სიტყვა HATE არის შედგენილი, მის ქვემოთ კი Glad–ის ნაგვის ურნა დგას.

საზოგადოებაში ბევრი ისეთი პრობლემა არსებობს, რომლებიც ნამდვილად ზედმეტად ნეგატიურია და მათგან გათავისუფლება ყველასთვის დიდი შვება იქნება. აღმოჩნდა, რომ სააგენტოს აზრით, პირველი ასეთი პრობლემა სწორედ სიძულვილია, რომელიც თავის მხრივ, კიდევ ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს, მაგალითად: რასობრივ, სქესობრივ და რელიგიურ სიძულვილს. სწორედ ამას გამოხატავს კედელი, რომელსაც დამატებით კიდევ ერთი წარწერა ამშვენებს: “გადასაყრელი კიდევ ბევრია”.  

Pepsi–ს ვიდეორგოლის მსგავსად, ამ კამპანიამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში. ზოგი თვლის, რომ კამპანიის გზავნილი მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, დანარჩენები კი უბრალოდ ვერ აკავშირებენ, რა შუაშია ხელოვნების ფესტივალი, Glad–ის ფირმის პარკები, მისივე ნაგვის ყუთი და სიძულვილი ერთმანეთთან.

რა მოხდება, თუ ყველას მისცემ უფლებას მოგექცნენ ისე, როგორც უნდათ?! მარინა აბრამოვიჩის პროვოკაციული ექსპერიმენტი

ღრუბლებზე მონადირე – Nissan Frontier–ის ახალი შესაძლებლობები