ადგილზე მიტანის სერვისი საქართველოს ბაზარზე სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება და სტარტაპერებიც, ამ მომსახურების შეთავაზებით, მომხმარებლებისთვის კომფორტის შექმნასა და შესაბამისად, სხვადასხვა პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფენ. მზა საჭმელებისა თუ უბრალოდ, საკვები პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების, ტანსაცმელებისა და ა.შ. საკურიერო მომსახურებას, ახლა უკვე, თამბაქოც შეემატა და მსურველებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ სიგარეტის სახლში მიტანის სერვისით. იდეა ორ მეგობარს ეკუთვნის, რომლებმაც საქმიანობა ბაზარზე მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად დაიწყეს. მარკეტერი ერთ-ერთ დამფუძნებელს, სანდრო ჩიქოვანს ესაუბრა:
M: შეკვეთის განსაზღვრული ოდენობა თუ გაქვთ და რა არის მომსახურების ღირებულება?
ადამიანს შეუძლია ერთი კოლოფის შეკვეთაც, განსაზღვრული არ არის რაოდენობა, რაც შეეხება ღირებულებას, სიგარეტის ფიქსირებულ ფასს ემატება მხოლოდ ადგილზე მიტანის 1 ლარი.
M: როგორც ბიზნესი რამდენად მოთხოვნადი და შესაბამისად, მომგებიანია?
მოთხოვნა ძალიან დიდია. ფაქტობრივად, ყველა კორპუსის ქვეშ არის მაღაზია, თუმცა მაინც გვიკვეთენ ჩვენ. ძირითადად, 12-ის მერეა ხოლმე ყველაზე მეტი გამოძახება – მაშინ, როცა ეზარებათ მარკეტში ჩასვლა, ან მაგალითად, რამე წვეულება აქვთ და ა.შ. ასევე, აზარტული თამაშის პროცესში, როცა ვერ წყდებიან კომპიუტერებს, მაშინაც გვიკავშირდებიან და სარგებლობენ საკურიერო მომსახურებით.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/1566311120108305/videos/1601150483291035/” width=”720″ height=”400″ onlyvideo=”1″]
M: რა გეგმები გაქვთ?
ვაპირებთ, რომ ბათუმშიც შევთავაზოთ მომხმარებლებს ეს სერვისი, დაახლოებით ორ თვეში.












