in

კვლევა — სიგარეტის მოწევის ეფექტები 3 თაობაზე ვრცელდება

კვლევა Avon Parent-Child Longitudinal Study-ს მონაცემებს ეფუძნება

ახლად ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ მამაკაცების შვილიშვილებს, რომლებიც სქესობრივ მომწიფებამდე ეწეოდნენ სიგარეტს, ათწლეულების შემდეგ უფრო მეტად აწუხებთ ჭარბწონიანობა. მეცნიერთა თქმით, აღმოჩენა ერთ-ერთი პირველია ტრანსგენერაციული ზემოქმედების შესახებ — წინაპრების ზემოქმედებას, როგორიცაა თამბაქოს კვამლი, შესაძლოა, ისეთი ეფექტი ჰქონდეს, რომელიც თაობების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება.

M2
M2

“თუ ეს ასოციაციები მონაცემთა სხვა ნაკრებებში დადასტურდა, ერთ-ერთი პირველი კვლევა იქნება, რომელიც პოტენციურად მნიშვნელოვანი თაობათაშორისი ურთიერთობების წარმოშობის იდენტიფიცირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, — ამბობს ეპიდემიოლოგი ჟან გოლდინგი. წინაპრების ზემოქმედების შესახებ არსებული მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი ცხოველთა მოდელის კვლევებიდან მოდის.

2014 წელს გოლდინგმა და კოლეგებმა Avon Parent-Child Longitudinal Study-ს მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისიდან იწარმოებოდა. შედეგად, გაირკვა, რომ მამების ვაჟებს, რომლებმაც 11 წლამდე დაიწყეს მოწევა, ჭარბწონიანობის უფრო დიდი ალბათობა ჰქონდათ. მეცნიერთა თანახმად, ეს ადამიანის შთამომავლების მიერ მემკვიდრეობით მიღებული არაგენეტიკური ტრანსგენერაციული სიგნალის იშვიათი მაგალითი იყო.

ახლა კი 90-იანი წლების ბავშვების მონაცემთა ბაზის უფრო ღრმა ანალიზი ცხადყოფს, რომ ეს ფენომენი კიდევ უფრო ვრცელდება თაობიდან თაობამდე. ანუ, გავლენა ბაბუიდან შვილიშვილზეც გადადის. შეიძლება, მსგავსი ეფექტი მაშინაც კი შეინიშნოს, თუ შუალედური თაობები რეგულარულად არ ეწევიან 13 წლამდე. ეს კი ოთხი თაობის ტრანსგენერაციულ ეფექტზე მიუთითებს.

ამასთან, გოლდინგი აღნიშნავს, რომ ამ აღმოჩენა მავნე ჩვევის დღევანდელი ადამიანის ჯანმრთელობის გავლენაზე გვაწვდის ინფორმაციას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვები წონაში იმატებენ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს არა თუ ამჟამინდელ დიეტასა და ვარჯიშს, არამედ მათი წინაპრების ცხოვრების წესს….

ცხადია, ფენომენი დამატებით კვლევებს საჭიროებს, რათა გავიგოთ, რეალურად როგორ მიმდინარეობს ორგანიზმში ეს პროცესები. შესაძლოა, ეს იყოს ერთგვარი კორელაცია და არა თამბაქოს კვამლის ზემოქმედებით გამოწვეული ეფექტი. “აღსანიშნავია, რომ ეს ასოციაციები დაკავშირებულია სიმსუქნესთან. ზოგადად, სიმსუქნე კომპლექსური აშლილობაა, რომელიც გამოწვეულია გენეტიკის, ეპიგენეტიკისა და გარემო ფაქტორების ურთიერთქმედებით”, — ასკვნიან მკვლევრები.

BGROW – ახალი შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის

და მაინც, რა არის დიზაინ ფიქრი? – ეკა ყიფიანის საავტორო კურსი „ალტე უნივერსიტეტში“