სიგარეტის ნამწვი გარემოს და კონკრეტულად კი, წყლის ერთ-ერთი პირველი მტერია. ერთი შეხედვით, ძალიან პატარა და ვითომ უვნებელი ნარჩენი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომ მისი კვალი არათუ წლების განმავლობაში, არამედ საერთოდ არ ქრება. ყოველწლიურად, დაახლოებით 4 ტრილიონზე მეტი ნამწვი იყრება, მათი საჭიროებისამებრ გადამუშავება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება და საბოლოოდ, ამ ყველაფერს საკმაოდ რთულ ვითარებამდე მივყავართ. ამ პრობლემის შედეგად, ყველაზე დაზარებული წყალქვეშა ბინადრები და ის ფრინველები არიან, რომლებსაც ოკეანესთან აქვთ შეხება. სწორედ, ამ საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია Surfrider Foundation-მა ახალი ძალიან ეფექტური პრინტ კამპანია შექმნა, რომელზეც სააგენტო Gyro-მ იმუშავა.

















