in

რამდენი ენერგია გვჭირდება სიღარიბის აღმოსაფხვრელად?

ენერგიის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებამ შეიძლება, ნახშირორჟანგის ემისიების ზრდა გამოიწვიოს

ხალხის დიდი ნაწილისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესება ენერგიის მომარაგების ზრდას მოითხოვს. ამავე დროს, გლობალური სიღარიბის აღმოფხვრისა და ცხოვრების ღირსეული დონის (DLS) მისაღწევად, საკმარისი ენერგიის ქონა უმთავრესი მოთხოვნაა. მიუხედავად საერთაშორისო ვალდებულებებისა, როგორიცაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, DLS-სკენ პროგრესი ბევრ სფეროში ნელა მიმდინარეობს. ასევე, ენერგიის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებამ შეიძლება, ნახშირორჟანგის ემისიების ზრდა გამოიწვიოს.

M2
M2

ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში IIASA მკვლევრებმა მრავალგანზომილებიანი მიდგომა გამოიყენეს. მეცნიერებმა რეგიონების მიხედვით DLS ხარვეზები გამოავლინეს და შეაფასეს, რამდენია ენერგიაა საჭირო მათ შესავსებად. მათ ასევე გააანალიზეს, შეესაბამება თუ არა ყველას “წესიერი” ცხოვრება კლიმატურ მიზნებს.

სიღარიბესთან დაკავშირებული კვლევები ხშირად შემოსავალზე დაფუძნებულ განსაზღვრებებს იყენებს, რათა სიღარიბის ზღვარი დაადგინოს. თავის მხრივ, ასეთი მიდგომა სხვა ფაქტორების არსებობას ფარავს, რომლებიც რეალურად პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანების კეთილდღეობაზე. ამის საპირისპიროდ, DLS კეთილდღეობისთვის აუცილებელ მატერიალურ წინაპირობებს მოიცავს – ადეკვატური საცხოვრებელი, საკვები, სუფთა წყალი და სხვ. რაც მთავარია, ის იმ რესურსებს ითვლის, რომლებიც ამ ძირითადი სერვისების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო.

კვლევის შედეგად, ყველაზე დიდი DLS ხარვეზები სუბ-საჰარის აფრიკაში იქნა აღმოჩენილი, სადაც მოსახლეობის 60%-ზე მეტს DSL ქულების ნახევარი მაინც აკლია. ასევე, მკვლევრებმა ხარვეზები აღმოაჩინეს სამხრეთ და წყნარი ოკეანის აზიაში. შესაბამისად, კვლევის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასკვნის თანახმად, ძირითადი საჭიროებების მქონე ადამიანთა რიცხვი მნიშვნელოვნად აღემატება იმ ადამიანთა რაოდენობას, ვინც უკიდურეს სიღარიბეში იმყოფება.

გარდა ამისა, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომელი DSL კომპონენტები მოითხოვს ყველაზე დიდ ენერგიას – ესენი საცხოვრებელი და სატრანსპორტო საშუალებებია. “მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობას ამჟამად არ გააჩნია მოტორიზებული ტრანსპორტით სარგებლობის შესაბამისი დონე. ეროვნული მთავრობების მნიშვნელოვანი გაკვეთილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინვესტირებაა, როგორც სამგზავრო მანქანების შემცირების გზა” – ამბობს იარმო კიკსტრა, კვლევის წამყვანი ავტორი.

მკვლევართა თქმით, მრავალი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აფრიკის მრავალი ღარიბი ქვეყნისთვის, ენერგიის მოხმარების უპრეცედენტო, თანაბრად განაწილებული ზრდა აუცილებელია DLS-ის მისაღწევად. შესაბამისად, პოლიტიკოსების ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება, მსოფლიოს მასშტაბით ენერგიაზე ხელმისაწვდომობის სამართლიან განაწილებას მიაღწიონ. ამასთან, საჭირო სახლების, გზებისა და სხვა მასალებისთვის საჭირო ენერგია წელიწადში 12 EJ-ს აღწევს. ეს კი მთლიანი ენერგიის მოხმარების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს.

მთლიანობაში, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ სიღარიბის აღმოსაფხვრელად საჭირო ენერგია სულაც არ ეწინააღმდეგება კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებას. მთავარ საკითხს მხოლოდ ის წარმოადგენს, თუ რამდენად თანაბრად იქნება ის მთელ მსოფლიოში გადანაწილებული.

ჟურნალისტების და ბლოგერების კონკურსი “შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება”

Jeep-ის საუკეთესო თავგადასავლები იწყება!