in

რას სთავაზობს  „სიგმა ჯგუფი“ „ფრილანსერებს“?!

თუ ცოტა ხნის წინ, საქართველოში, საქმიანობა კი არა, სიტყვა Freelancer-ის მნიშვნელობაც არ იცოდა ბევრმა, ახლა „ფრილანსერობა“ ჩვეულებრივი მოვლენაა. ზოგი სახლში, ზოგი კი საერთო სივრცეში მუშაობს სხვადასხვა დამკვეთის ან კომპანიისთვის. თუმცა, მათ ადგილის გარდა, სხვა ბიზნეს მომსახურებაც სჭირდებათ. ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, იზრდება მიწოდების სერვისიც.

BOG
BOG

„სიგმა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გუგა აბაშიძე ამბობს, რომ კომპანია ფრილანსერებს სპეციალურ პაკეტს სთავაზობს. თუმცა, მათი სერვისი მხოლოდ შტატგარეშეთათვის არ არის განკუთვნილი.

გუგა აბაშიძე: „ჭკვიანი ოფისის“ კონცეფცია გულისხმობს ყველა სტანდარტული ბიზნეს სერვისის მიწოდებას მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. „სიგმასთან“ პარტნიორობით, მომხმარებელი უზრუნველყოფილი იქნება სამუშაო ინფრასტრუქტურითა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული ოფისით, რომელიც მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებზე. ფიზიკური მისამართი, გამოყოფილი სამუშაო სივრცე, შეხვედრების ოთახი, Co-Working Space, ოფის – მენეჯერი, პერსონალური ასისტენტი, ბუღალტერი, იურისტი, „სიგმას“ მომსახურებების ჩამონათვალის მხოლოდ მცირე ნაწილია. „ჭკვიანი“ ოფისების პრაქტიკა მსოფლიოში წარმატებული ბიზნეს მოდელია, ხარჯებს საშუალოდ ⅓-ით ამცირებს და ბიზნესის ზრდასა და განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. საერთაშორისო კვლევების თანახმად, მცირე და საშუალო კომპანიები საკუთარი რესურსის 50% – 70% არაპირდაპირ ბიზნეს საქმიანობაზე (ოფისის მართვა, სხვადასხვა პროფესიული სერვისები, მარკეტინგული აქტივობები, სხვა) ხარჯავენ. „ჭკვიანი ოფისის“ მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს, მინიმუმამდე დაიყვანოს ბიზნეს რისკები, შეამციროს მიმდინარე ხარჯები, მოაწესრიგოს კორპორატიული გარემო და ნებისმიერ  საჭირო ბიზნეს საკითხთან დაკავშირებით მიიღოს პროფესიონალების მომსახურება. გარდა ამისა, განსაკუთრებული შეთავაზება გვაქვს „ფრილანსერებისთვის“.

უფრო კონკრეტულად?

ჩვენ გავუწევთ კონსულტაციას, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო იმისთვის, რომ შეძლონ ბაზარზე დამოუკიდებლად არსებობა. დავიწყებთ ნულიდან – სამართლებრივი ფორმის შერჩევა, იურიდიული პირის რეგისტრაცია, საბანკო ანგარიშების გახსნა, საოპერაციო / საგადასახადო / სააღრიცხვო სტრუქტურის შექმნა, ბიუჯეტირება და სხვა. მივცემთ სწორ მიმართულებას და მუდმივად ხელს შეუწყობთ მიმდინარე პროცესების მართვაში, ხოლო მათ საშუალება მიეცემათ, აკეთონ თავიანთი საყვარელი საქმე, ხოლო ყოველდღიური, რუტინული ბიზნეს – პროცესები მოგვანდონ ჩვენ. „სიგმაში“ ფრილანსერები მიიღებენ, როგორც ყოველთვიურ ასევე ერთჯერად მომსახურებებს: ერთჯერადი მომსახურებები: იურიდიული პირის რეგისტრაცია, იურიდიული მისამართით სარგებლობა, საბანკო ანგარიშების გახსნა, სააღრიცხვო და საგადასახადო სისტემების აწყობა, იურიდიული სისტემების აწყობა (სტანდარტული კონტრაქტების მომზადება), საოპერაციო სისტემების აწყობა (შეკვეთის ფორმები, მიღება – ჩაბარება, ა. შ.), მარკეტინგული პროდუქტები (კომერციული შეთავაზება, კომუნიკაცია პოტენციურ კლიენტებთან, ა. შ.). რაც შეეხება ყოველთვიური მომსახურებას, ესენია: ბუღალტრული მომსახურება (15 ტრანზაქცია თვეში), საგადასახადო მომსახურება, იურიდიული მომსახურება, პერსონალური ასისტენტი, ოფის მენეჯერის მომსახურება (გამოყოფილი Landline), წვდომა Co-Working Space – ზე, წვდომა შეხვედრების ოთახზე (5 საათი), თარჯიმნის მომსახურება, ნოტარიუსის მომსახურება. აღნიშნული პაკეტი შეიძლება მიიღოთ 700 ლარიდან თვეში.

რატომ გადაწყვიტეთ „ფრილანსერებისთვის“ ამ სერვისის შეთავაზება?

ბაზრის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო სეგმენტი – „ფრილანსერები“ და უბრალოდ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, რომელთაც სურთ, გახდნენ „ფრილანსერები“. საქართველოში საკმაოდ ბევრი პროფესიონალია, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, აიღოს დამატებითი პროექტები და ამის ხარჯზე გაზარდონ თავიანთი შემოსავალი. ასეთ დროს, ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორი ზუსტად იმ სტანდარტული ბიზნეს სერვისების არ ცოდნაა, რომლებიც საჭიროა ბიზნესის ეფექტურად წარმართვისთვის. ასევე, ბაზარზე არიან „ფრილანსერები“, ვისაც მუდმივად პრობლემა აქვს  ამ მიმართულებით და ვერ ახერხებენ, რომ სრული კონცენტრაცია მოახდინონ მხოლოდ თავიანთ საქმეზე. მათი პრობლემების ანალიზის საფუძველზე მოგვივიდა იდეა, აღნიშნული სეგმენტისთვის შეგვექმნა სერვის პაკეტი, რომელითაც საშუალება მიეცემათ მათი საქმიანობა გახდეს ბევრად უფრო საინტერესო და ეფექტური. ასე რომ, ყველას, ვინც თავს თვლის „ფრილანსერად“ ან სამომავლოდ გეგმავს ამ საქმით დაკავდეს, შეუძლია ისარგებლოს ფრილანსერებისთვის განკუთვნილი პაკეტით. არანაირი დამატებითი პროცედურა და მოთხოვნა არაა საჭირო, იმისთვის, რომ შეძლონ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა. საკმარისია დაგვიკავშირდნენ და მოვიდნენ ოფისში. როგორც წესი, შეხვედრის დროს გამოიკვეთება ხოლმე, რა მიმართულებით სურთ „სიგმას“ დახმარება და შესაბამისად, ვთავაზობთ მათზე მაქსიმალურად მორგებულ სერვისებს.

[R]

პროფესიული განათლების პერსპექტივები საქართველოში! – ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო

იგრძენი, რისი დანახვაც გინდა! – Ford მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის