11
Sep
2018

ფოტოკონკურსი “იცხოვრე აქტიურად”! – დეტალები და საპრიზო ფონდი

11 Sep 2018

ბუნების, ფოტოების გადაღებისა და აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის, უკრაინული დაცული ტელეფონების ბრენდი SIGMA MOBILE და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია აცხადებს  ფოტოკონკურსს, სახელწოდებით, „იცხოვრე აქტიურად“. კონკურსის მიზანია აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მას მეოთხე თვეა ერთობლივად ახორციელებენ უკრაინული დაცული ტელეფონების ბრენდი SIGMA MOBILE და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია.

„კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, აქტიური ცხოვრების ამსახველი, ბუნებაში გადაღებული ფოტოსურათი SIGMA MOBILE-ის ან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის Facebook გვერდზე უნდა გამოგვიგზავნონ. ფოტოზე შესაძლებელი უნდა იყოს კონკურსანტის იდენტიფიცირება“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ცვლილებებია საპრიზო ფონდში: დაემატა 2 საპრიზო ადგილი! გამოვლინდება ჟიურის 3 რჩეული ფოტო და 5 გამარჯვებული WOW ემოციით.

ნამუშევრები 16 სექტემბრის ჩათვლით მიიღება. საკონკურსო ფოტოები 17 სექტემბერს გამოქვეყნდება. ხმის მიცემა 31 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბერს კი გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც დააგროვებენ ყველაზე მეტ WOW-ს და სამი ჟიურის რჩეული ფოტო.

პრიზები განაწილდება შემდეგნაირად:

I ადგილი – დაცული მობილური ტელეფონი Sigma IT68.

II ადგილი – ბლუთუს ყურსასმენი Anker Sport Headset.

III ადგილი – Power ბანკი Anker Astro E1 5200 mAh.

IV ადგილი – Power ბანკი Anker PowerCore+ mini 3350mAh.

V ადგილი – Power ბანკი Anker PowerCore+ mini 3350mAh.

მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის ჟიური გამოავლენს სამ ჟიურის რჩეულ ფოტოს, რომლის ავტორებსაც გადაეცემა Anker-ის ფაუერ ბანკი Anker PowerCore 10400mAh“.

[R]

განხილვა