იმ სამყაროში, სადაც ყველაფერ ციფრულს მივეჩვიეთ, განსაკუთრებით საინტერესოა ადამიანის ხელით შექმნილი ნამუშევრები. რენდერები, რომლებსაც ეკრანზე ვუყურებთ, შთამბეჭდავია, თუმცა სივრცის რეალური აღქმა სწორედ ფიზიკურ ობიექტთან კონტაქტისას იწყება. არქიტექტურული მაკეტი იდეის მატერიალიზებული ფორმაა, რომელშიც ჩანაფიქრი კონკრეტულ მასშტაბს, მოცულობასა და ხასიათს იძენს. ის საშუალებას გვაძლევს, ერთიანობაში დავინახოთ პროექტი, გავიგოთ სივრცის ლოგიკა, პროპორციები და ფუნქცია. სწორედ ამიტომ მაკეტი დღემდე რჩება არქიტექტურული და ურბანული კომუნიკაციის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტრუმენტად.

ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვან მოთამაშედ გვევლინება სარეკლამო კომპანია “Signall.ge”, რომელიც არქიტექტურული მაკეტების შექმნის პარალელურად, დამკვეთებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სარეკლამო მომსახურებას: კონსტრუქციებს, ლაითბოქსებს, ბილბორდებსა და ინსტალაციებს. კომპანიის მიერ შექმნილი სარეკლამო ნამუშევრები დღეს უკვე არაერთ სივრცეშია განთავსებული საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, „თბილისი მოლში” „დიღომი გარდენსისთვის” დამზადებულ არქიტექტურულ მაკეტს ნახავთ, ბათუმში Silk Towers-ის, რომელიც არა მხოლოდ შენობის, სანაპირო ზოლის კონცეფციასაც კი გამოხატავს. და ეს სია კიდევ გრძელია…

თუ როგორ იქმნება თითოეული პროექტი, ამაზე რევაზ კოკაია, კომპანიის მაკეტების ხელმძღვანელი გვესაუბრა:
M: რა როლს ასრულებს მაკეტების მიმართულება signall.ge-ს საქმიანობაში და რატომ არის ის სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი?
სარეკლამო სააგენტო SIGNALL.GE მრავალწლიანი გამოცდილების კომპანიაა, რომელიც დამკვეთს სთავაზობს როგორც გარე, ასევე შიდა ინტერიერის სარეკლამო მომსახურებას. არქიტექტურული მოდელის დამზადება მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელიც წარმოადგენს ვიზუალური კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს. სწორედ მაკეტია ის საშუალება, სადაც იდეა იღებს კონკრეტულ ფორმას და ხდება მომხმარებლისთვის აღქმადი. ეს მიმართულება აერთიანებს დიზაინს, ტექნიკურ აზროვნებასა და ბრენდინგს, რაც სააგენტოს აძლევს შესაძლებლობას, მომხმარებელს შესთავაზოს სრულფასოვანი პროდუქტი.
M: როგორ იწყება მაკეტის შექმნის პროცესი, რა ეტაპებს გადის იდეა საბოლოო შედეგამდე?
მაკეტის შექმნის პროცესი საკმაოდ გრძელვადიანია და გადის რამდენიმე ეტაპს. თავდაპირველად განისაზღვრება პროექტის კონცეფცია და მიზანი – ვაანალიზებთ, ვისზეა გათვლილი და რა სახით უნდა მოვახდინოთ მისი ფორმირება. მომდევნო ეტაპზე განისაზღვრება მასშტაბი, ფორმა და ვიზუალი, ვარჩევთ შესაბამის მასალებსა და დეტალიზაციას. შემდეგი ეტაპი უკვე ტექნიკური დამუშავებაა – მუშავდება კონსტრუქციული გადაწყვეტა, აწყობის ლოგიკა და წარმოების მეთოდი. ხშირად გამოიყენება მოდულური აწყობის პრინციპი, რაც უზრუნველყოფს სიზუსტესა და სტაბილურობას. წარმოებამდე მაკეტი გადის პროტოტიპირებასა და ტესტირებას, ხოლო საბოლოო ეტაპზე სრულდება ფინალური აწყობა, დეტალების დამუშავება და ხარისხის კონტროლი. შედეგად ვიღებთ ვიზუალურად ეფექტურ მაკეტს, რომელიც ასრულებს ზუსტ დანიშნულებას.

M: ვინ არის თქვენი ძირითადი მომხმარებელი ამ მიმართულებით და რა ტიპის პროექტებზე მუშაობთ?
ძირითადი მომხმარებლები არიან დეველოპერები, რომლებსაც სურთ სამშენებლო კომპლექსის ვიზუალური წარდგენა პოტენციურ მომხმარებლებთან, ასევე არქიტექტორები და დიზაინსტუდიები, რომლებსაც სჭირდებათ პროექტის იდეის თვალსაჩინო და ზუსტი პრეზენტაცია.
ძირითადად გვიწევს არქიტექტურულ და ურბანულ პროექტებზე მუშაობა. ვამზადებთ როგორც ინტერიერის სექციურ, ასევე ლანდშაფტისა და სამრეწველო ტიპის მოდელებს. მისი მოთხოვნა სულ უფრო იზრდება საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებზე, სადაც მაკეტები გამოიყენება, როგორც ახსნისა და ვიზუალური კომუნიკაციის საშუალება.
M: შეგიძლიათ გაგვიზიაროთ რამდენიმე ყველაზე საინტერესო ან ტექნიკურად რთული მაკეტის პროექტი, რომელზეც signall.ge-ს გუნდმა იმუშავა?
ტექნიკურად ყველაზე რთულ და საინტერესო ორ პროექტს გამოვარჩევდი, რომლებზეც SIGNALL.GE-ს გუნდმა იმუშავა. ესენია Cityzen და Silk Development. სიდიდიდან გამომდინარე, Silk Development-ის პროექტი ზუსტად იმეორებს Kengo Kuma & Associates-ისა და MASU Planning-ის ჩანაფიქრს ბათუმის სანაპირო ზოლში. კონცეფციის ზუსტ წარდგენაზე ვმუშაობდით:
- პროექტის მენეჯერი – მარიამ დარჩია;
- პროექტის ხელმძღვანელი – რევაზ კოკაია
- ექაუნთინგის დირექტორი – ნიკა ჩოხელი;
- არქიტექტურული ნახაზები – გიორგი იაკობიძე;
- დამხმარე არქიტექტორები: კახა ინჯიკიანი, კობა ცქიტიშვილი;
- ტექნიკური შემსრულებელი, ელექტროინჟინერი – გიორგი ვარდოსანიძე;
- ამწყობი სპეციალისტები ვიყავით – რევაზ კოკაია, გიორგი ვარდოსანიძე, კახა ინჯიკიანი;
- პროექტის ადგილობრივი ინსტალაცია – სანდრო ახვლედიანი.

M: როგორ ხედავთ ამ დარგის განვითარებას სამომავლოდ და რა გეგმები აქვს კომპანიას?
სამშენებლო ინდუსტრიის აქტიურად განვითარების მიუხედავად, სამოდელო სტუდიები საქართველოში ბევრი არ არის. კომპანიის მიზანია ამ მიმართულების გაძლიერება, ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების დანერგვა და უფრო კონცეპტუალურ, ექსპერიმენტულ პროექტებზე მუშაობა. ჩვენი მხრიდან გამოვხატავთ მზაობას, პროექტების იდეა გამოისახოს ზუსტ შედეგში – ვიზუალური თუ ტექნიკური თვალსაზრისით. ვცდილობთ, ჩვენი პროდუქტი გავიტანოთ საერთაშორისო ბაზარზე და ამით ხელი შევუწყოთ როგორც დარგის, ასევე ქვეყნის განვითარებას.

















