in

ელექტრონული ხელმოწერებიდან კონტრაქტმენეჯმენტამდე – Signify-ს ევოლუცია

Signify-მ ქართულ ბაზარზე თამაშის წესების შეცვლა 4 წლის წინ დაიწყო, როცა დოკუმენტებზე ელექტრონული ხელმოწერის მეთოდი დანერგა და ასეულობით კომპანიას ხელმოწერის დისტანციურად და კომფორტულად მიღების შესაძლებლობა მისცა.

ფაქტია, რომ Signify ინოვაციების ერთგულად რჩება. ამჯერად ის კიდევ ერთ სიახლეს – „დოკუმენტების გამოღვიძებას” – გვთავაზობს, რაც საერთოდ ცვლის დოკუმენტების მენეჯმენტთან დაკავშირებულ, ხშირად არც ისე კომფორტულ პრაქტიკას. 

Signify შესაძლებელს ხდის, რომ კონტრაქტებში არსებული ინფორმაცია, მაგალითად, ვადის გასვლა, მხარეები, მომხმარებლის მიერ მართვად ფილტრებად იქცეს, თანაც, არა მხოლოდ Signify-ზე, არამედ პლატფორმის გარეთ შექმნილი, თუნდაც დასკანერებული დოკუმენტებისთვის. 

თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი მიმოხილვაა. იმისთვის, რომ უფრო დაზუსტებით გაგვეგო, რაში დაეხმარება მომხმარებლებს Signify-ის ბოლო განახლება – 1.16, კომპანიის Product Owner-ს, თამარ გორგოძეს ვესაუბრეთ.

M: რა იყო მთავარი მოტივაცია Signify 1.16 ვერსიის შექმნისას და როგორ ფიქრობთ, რას ცვლის ეს განახლება დოკუმენტების მენეჯმენტის ყოველდღიურ პრაქტიკაში?

Signify-ის ბოლო განახლება საგრძნობლად ცვლის კომპანიის ფოკუსს. აქამდე პლატფორმის მთავარი მისია ხელმოწერასთან დაკავშირებული პროცესების გაციფრულება და ასწრაფება იყო. თუმცა დროთა განმავლობაში შევნიშნეთ, რომ ხელმოწერის შემდეგ არ არსებობდა ერთიანი ჭკვიანი სისტემა, სადაც კომპანიები შეძლებდნენ კონტრაქტების სასიცოცხლო ციკლისთვის თვალის დევნებას, მართვასა და შინაარსობრივ ფილტრაციას.

ამისათვის შევქმენით ატრიბუტები. იდეა ეყრდნობა იმას, რომ ხელმოწერით კონტრაქტზე მუშაობა არ სრულდება. ხელმოწერის შემდეგ არსებობს ამ კონტრაქტებში ჩამალული ვალდებულებები, ვადები და სხვა პარამეტრები, რომლებიც ან დრაივზე ან ბაინდერებშია ხოლმე ჩამარხული და არავის ახსოვს. ატრიბუტებით კი შესაძლებელია ამ ყველაფრის ხილულ დეშბორდზე გადმოტანა – რასაც „გამოღვიძებას” ვეძახით.

ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ატრიბუტებით დახარისხება არა მხოლოდ Signify-ზე, არამედ მის გარეთ შექმნილი დოკუმენტებისთვისაც შესაძლებელია პლატფორმაზე იმპორტისას. ეს კი საბოლოოდ კომპანიებს საშუალებას აძლევს, ყველა კონტრაქტი ერთ ცენტრალიზებულ ადგილას მართონ.

M: რამდენად მარტივი და პრაქტიკულია მომხმარებლისთვის ამ ფუნქციონალების გამოყენება, შეგვიძლია, გავიაროთ ერთი მაგალითი?

წარმოიდგინეთ, გჭირდებათ მოძებნოთ ყველა მომსახურების ხელშეკრულება, რომელსაც შემდეგ თვეში გასდის ვადა და კონტრაქტის ღირებულება აღემატება X ლარს. აქამდე მოგიწევდათ, ეს ინფორმაცია დრაივის საქაღალდეებში, ბაინდერებში, ექსელში ჩანიშნულ ნოუთებში და ვინ იცის, კიდევ სად გეძებნათ. დაგეხარჯათ უამრავი დრო, გადაგეკითხათ კონტრაქტები და სხვადასხვა არხებიდან ამოგეკრიფათ საჭირო ინფორმაცია.  ახლა Signify-ზე შესაძლებლობა გაქვთ, დოკუმენტს ატრიბუტები მიანიჭოთ და ნებისმიერ დროს სულ რამდენიმე კლიკში დაფილტროთ სასურველი ინფორმაცია. 

ატრიბუტებში მომხმარებელს შეუძლია გაწეროს ნებისმიერი, თუნდაც მხოლოდ თავისი კომპანიისთვის სპეციფიკური პარამეტრი, რომლითაც მარტივად დაახარისხებს და მოიძიებს დოკუმენტებს.

ერთი სიტყვით, ის, რასაც ადრე საათები და ტაბებს შორის ჟონგლიორობა სჭირდებოდა, ახლა სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელი. 

M: გუნდის მხარეს რა პროცესებთან იყო დაკავშირებული ყველა ამ განახლების შექმნა პლატფორმაზე?

მუშაობა კვლევით დავიწყეთ – პირველი ეტაპი იმ დაბრკოლებების შესწავლა იყო, რომლებსაც მომხმარებლები კონტრაქტების მენეჯმენტისას აწყდებოდნენ. პარალელურად ვსწავლობდით საერთაშორისო გამოცდილებას და ვქმნიდით პირველ სკეჩებს. 

ამის შემდეგ გადავედით ხელშესახები პროდუქტის შექმნაზე: დიზაინერი აწყობს პროდუქტის პროტოტიპს (სიმულაციურ ვერსიას), რომლის გამოყენებადობასაც ისევ მომხმარებლებთან ერთად ვტესტავთ, ვცვლით და ვხვეწთ იქამდე, სანამ მაქსიმალურად მოსახერხებელ ვერსიას არ მივიღებთ. ამასობაში დეველოპერები ერთვებიან საქმეში, ბოლოს კი იტესტება და მოწმდება ხარისხი ჩვენი QA ინჟინრების მიერ. ფუნქციონალის წარმატებაში აქ ნახსენებ თითოეულ ადამიანს უდიდესი წვლილი შეაქვს.

ამ ეტაპების სრულად გავლას რამდენიმე თვე და ჩვენი გუნდის ნებისყოფის გამოცდაც დასჭირდა.

M: როგორია იმ მომხმარებელთა უკუკავშირი, რომლებმაც უკვე გამოიყენეს განახლებული Signify?

მოუთმენლად ველოდებოდით გამოყენების სტატისტიკას და გვიხარია, რომ გაშვების პირველივე კვირას ბევრი მომხმარებელი „მოინათლა” ახალი ფუნქციონალით. 

უკუკავშირის ერთ-ერთ სესიაზე მომხმარებელმა გვითხრა: „ანუ ამიერიდან შემიძლია, ყველა ინფორმაცია ერთ ტაბში მქონდეს?” ვფიქრობ, ეს შეფასება ყველაზე კარგად გამოხატავს ამ პროდუქტის იდეას, რადგან მიზანიც ყველა დოკუმენტის ერთ ცენტრალიზებულ სივრცეში მართვა იყო.

M: როგორია თქვენი მოლოდინი ამ განახლებასთან დაკავშირებით და როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

პლატფორმის კიდევ უფრო დაჭკვიანება, დოკუმენტების თვითკლასიფიკაცია და ხელით მართვადი პროცესების AI-თ ავტომატიზაცია არის ჩვენი მომავალი სამიზნე. ასევე ვაპირებთ, პლატფორმა კიდევ უფრო პერსონალიზებული გავხადოთ და მომხმარებლებს მივცეთ მისი საკუთარ თავზე მორგების შესაძლებლობა. ამას უკვე შემდეგ განახლებაში ნახავთ.

Signify-ს ევოლუციას ყველა ეტაპზე მომხმარებლის საჭიროებები აფორმირებდა. გვიხარია, რომ მათთან ერთად შეგვიძლია პლატფორმის იმ გზით განვითარება, რომელიც შესაბამისად უპასუხებს მათ ყოველდღიურ გამოწვევებს. 

[R]

„მთავარია გჯეროდეს, რასაც ისურვებ, მოხდება“ – ნანუკა ნინიძე

DOMUS CUP 2025, PRO-AM ტურნირი ჩოგბურთში, წარმატებით ჩატარდა