in

Signify-ის ერთ-ერთი პირველი პარტნიორი „ელვისი“ იყო

რა სარგებელი მოაქვს ელექტრონულ ხელმოწერას ბიზნესისთვის?

2020 წლის მოვლენებმა არაერთი სერვისისა თუ პროდუქტის გაციფრულება გამოიწვია. მათ შორის აღმოჩნდა ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმების პროცესი. მსოფლიოს მსხვილი ბაზრებისთვის ციფრული ხელმოწერა სიახლე არ ყოფილა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე, სადაც ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება მატერიალური, ე.წ. სველი ხელმოწერა.

სწორედ ამ პანდემიურმა მოვლენებმა განაპირობა, რომ საქართველოს ბაზარზე, 6 თვის წინ, ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა – Signify.ge გამოჩნდა. ის საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა თუ კერძო პირებს, გაგზავნონ და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად. ამასთან, მშვიდად იყვნენ მათ დაცულობასა თუ სამართლებრივ სიმყარეზე.

Signify-თ სარგებლობა არაერთმა ქართულმა კომპანიამ დაიწყო. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ქართული „დელივერ“ მომსახურება „ელვისი“ იყო.

„ელვისი“ მიტანის სერვისის ქართული აპლიკაციაა, რომელიც 2020 წელს გამოჩნდა ბაზარზე, დღეს კი 80 000-ზე მეტი ადამიანისთვის, 400-ზე მეტი რესტორნიდან ელვის სისწრაფით მიაქვს შეკვეთა.

Signify არის ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმა, რომელთანაც პირველივე დღიდან ვთანამშრომლობთ. „ელვისში“ გვყავს 500მდე პარტნიორი კომპანია. მათთან ყოველდღიურად გვიწევს პატარ-პატარა შეთანხმებების დადება. Signify-სთან თანამშრომლობით, გაგვიმარტივდა ბიზნეს პროცესები, დავზოგეთ დრო და ნერვები ლოჯისტიკურ ნაწილზე, იმიტომ რომ აღარ გვიწევს აქეთ-იქით ქაღალდების ტარება. გამოგვითავისუფლდა ადგილი ოფისში, რადგან Signify.ge-ზე ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი ავტომატურად ინახება Signify-ს პლატფორმაზე“, – ამბობს „ელვისის“ დირექტორი ლევან კილაძე.

„საქართველოში, ბიზნესებმა, რომლებიც „ფურცლომანიაში“ რესურსის, მინიმუმ, 5%-ს ხარჯავენ, დაზოგილი დრო და რესურსი ისევ ბიზნესის განვითარებას რომ მოახმარონ,  ეს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის მშპ-ს გაზრდაშიც შეიტანს წვლილს. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, გაგვეციფრულებინა კონტრაქტები და ამით ბიზნესისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, უფრო მეტი ფოკუსი საქმესა და განვითარებას მოახმარონ და არა –  ბიუროკრატიულ პროცედურებს“, – ამბობს ზვიად წოწკოლაური, Signify-ს მმართველი პარტნიორი.

დღევანდელი მონაცემებით, Signify.ge-ზე რეგისტრირებულია 1 800-ზე მეტი მომხმარებელი და ხელმოწერილია 13 000-ზე მეტი დოკუმენტი.

Signify-თ სარგებლობა წლის ბოლომდე უფასოა.

 

[R]

Mindfulness – ახალი ეპოქის აკვიატება თუ მეცნიერული გადაწყვეტა?

Microsoft საშუალებას გაძლევთ, პაროლებზე უარი თქვათ!