Signify საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, გაგზავნონ და ხელი მოაწერონ დოკუმენტებს ელექტრონულად, ამასთან მშვიდად იყვნენ მათ დაცულობასა და სამართლებრივ სიმყარეზე.
დოკუმენტების წარმოების ეს მიდგომა უკვე საკმაოდ პოპულარულია აშშ-სა და ევროკავშირში, რასაც კიდევ მეტად შეუწყო ხელი პანდემიამ და საქმიანი ურთიერთობების დისტანციურ რეჟიმში გადასვლამ.
ელექტრონული ხელმოწერა საგრძნობლად აჩქარებს ბიზნეს ურთიერთობებს, ამარტივებს დოკუმენტების ხელმოწერის პროცესს და ზოგავს დროსა და სხვა ადამიანურ რესურსებს. სტატისტიკურად, ელექტრონულად გაფორმებული კონტრაქტების დაახლოებით 80% იხურება 24 საათზე ნაკლებ დროში.
ევროკავშირის კანონმდებლობის მსგავსად, საქართველოს კანონმდებლობაც აღიარებს ელექტრონულ ხელმოწერას. მას გააჩნია იურიდიული ძალა და საკანონმდებლო კუთხით ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ მომხმარებელმა მშვიდად გამოიყენოს დოკუმენტების გაფორმების ელექტრონული ფორმა.
Signify-ზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული კანონმდებლობით ოფიციალურად დასაშვები გახდა ელექტრონული ხელმოწერების გამოყენება. მის შექმნაზე მუშაობდა ქართული კომპანია RockIT ბრიტანელ პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით. პლატფორმას გავლილი აქვს უსაფრთხოების სერტიფიცირების ყველა ეტაპი და აკმაყოფილებს როგორც ევროკავშირსა და აშშ-ში მოთხოვნილ უმაღლეს სტანდარტებს, ასევე ადგილობრივ სპეციფიკურ მოთხოვნებს.
RockIT-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი ზვიად წოწკოლაურია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა თიბისი ჯგუფში სხვადასხვა ციფრულ პროდუქტზე და, ამ მხრივ, მისი პორტფოლიო საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.
„Signify-ს შექმნა საკმაოდ დროულია ქართულ ბიზნეს რეალობაში, რადგან პანდემიურმა პროცესებმა კიდევ უფრო დაგვანახა მსგავსი პროდუქტის არსებობის აუცილებლობა. პირველ ეტაპზე ჩვენი მთავარი გამოწვევაა დავარწმუნოთ ყველა სკეპტიკურად განწყობილი ადამიანი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ელექტრონული ხელმოწერა არაფრით ჩამოუვარდება კლასიკურ ე.წ. სველ ხელმოწერას, და მეტიც, ხშირ შემთხვევაში, მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს. მას შემდეგ, რაც დოკუმენტს დაედება ელექტრონული ხელმოწერა, შეუძლებელი ხდება მასში რამე ტიპის ცვლილების შეტანა, რადგან მცირედი მანიპულაციაც კი არავალიდურს ხდის დოკუმენტის ხელმოწერის სერტიფიკატს. ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა ფურცლოვან სველ ხელმოწერასთან მიმართებაში.
ინფორმაციის შენახვა ხდება Amazon ქლაუდ სერვერებზე (AWS Cloud), რომელიც განთავსებულია სტოკჰოლმის დატაცენტრში. საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ შვედეთის სამეფო განსაზღვრულია იმ ქვეყნებს შორის სადაც პერსონალური მონაცემების შენახვა სრულიად უსაფრთხოა.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი მთავარი მიზანია ჩავანაცვლოთ ფურცლომანია და მოძველებული მიდგომა დოკუმენტაციის გაფორმებასთან მიმართებაში, რითაც ხელს შევუწყობთ ბიზნეს ურთიერთობების აჩქარებასა და გამარტივებას“, – განაცხადა ზვიად წოწკოლაურმა.
„ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება ძალიან ამარტივებს ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. ხელის მოწერა შესაძლებელია როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე სმარტფონიდანაც – ნებისმიერ დროს, სასურველი ლოკაციიდან. ბევრ კომპანიაში არის ისეთი ტიპის დოკუმენტებიც, რომლებიც რეგულარულად საჭიროებენ ხელის მოწერას, მაგალითად მიღება-ჩაბარების აქტები, თანამშრომელთა ნამუშევარი საათების ანგარიშები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში Signify-ს გამოყენება საკმაოდ ბევრ დროსა და ენერგიას დაუზოგავს ნებისმიერ ხელმომწერს. სწორედ სიმარტივესა და სისწრაფეშია ამ პლატფორმის დიდი უპირატესობა.
Signify-ს პლატფორმით ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერებიც, რაც გულისხმობს ID ბარათის გამოყენებით ხელმოწერას. ეს ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ელექტრონულ ხელმოწერას წარმოადგენს და მას უკვე აქტიურად იყენებენ ქართული სახელმწიფო სტრუქტურები ბიზნესებთან ურთიერთობისას,“ – აცხადებს Signify-ს Product Owner დავით გაბრიჭიძე.
ახლო მომავალში, კომპანიის დამფუძნებლები Signify-ს გარშემო უამრავ სიახლეს აანონსებენ.
[პარტნიორის კონტენტი]