ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის პლატფორმა Signify კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელთა უკუკავშირის გათვალისწინებით, შეიცვალა მისი დიზაინი, გახდა უფრო მოქნილი და კომფორტული. ამასთან ერთად, Signify-ს დაემატა ახალი ფუნქცია – დოკუმენტის ხელმომწერისთვის გაზიარება E-mail-ის გარდა, SMS-ითაც გახდა შესაძლებელი.
რა არის Signify?
Signify ელექტრონული ხელმოწერებისა და დოკუმენტბრუნვის პირველი ქართული პლატფორმაა. ის დაკონტრაქტების ტრადიციულ ფორმას ცვლის და პროცესს სრულად აციფრულებს, რაც ასწრაფებს ბიზნესპროცესებს, ზოგავს დროს, ფინანსებს და სხვა რესურსებს. პლატფორმის მეშვეობით, დოკუმენტების მიმოცვლა და ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის წარმართვა ერთ სივრცეშია შესაძლებელი.
Signify ორ მიმართულებას მოიცავს: 1. SignifyWeb-ს – ვებ-პლატფორმას დისტანციური ხელმოწერებისათვის და 2. SignifyPad-ს – ბიომეტრიულ ხელმოწერებს პადების საშუალებით, კომპანიის ფილიალებისა და ოფისებისთვის..
როგორ მუშაობს Signify?
Signify-ზე დოკუმენტის ატვირთვა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან ან ქლაუდიდან, რის შემდეგაც უთითებ ხელმომწერებს, მათ თანმიმდევრობას და ნიშნავ ხელმოწერისთვის განკუთვნილ ადგილს. ადრესატები შეტყობინებას E-mail-ით ან SMS-ით იღებენ და ეძლევათ დოკუმენტზე წვდომა. დოკუმენტზე ხელის მოწერა შესაძლებელია ელექტრონულად, ნებისმიერი გაჯეტიდან, შენთვის მოსახერხებელ დროს და სასურველი ადგილიდან.
Signify საშუალებას გაძლევთ ხელმოსაწერად გაგზავნილი დოკუმენტების სტატუსს თვალი ადევნოთ და, საჭიროების შემთხვევაში, გაგზავნოთ შეხსენება. ასევე, დასრულებული დოკუმენტებისთვის გამოიყენოთ საქაღალდეები ციფრული არქივის საწარმოებლად.
როდის და რატომ შეიქმნა Signify?
Signify 2020 წელს, კოვიდპანდემიისას შეიქმნა, მაშინ, როდესაც სერვისებისა და პროდუქტების სწრაფად გაციფრულების, მათ შორის, ელექტრონული ხელმოწერის აუცილებლობა დადგა. ქართული პლატფორმა, რომელიც ამ პროცესს გახდიდა შესაძლებელს, ბაზარზე ჯერ არ არსებობდა. სწორედ ეს გახდა Signify-ს შექმნის მთავარი მიზეზი.
„Signify-ს ერთი წელი შეუსრულდა. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს პლატფორმის დახვეწასა და განვითარებაზე. თვალს ვადევნებთ მომხმარებელთა შეფასებებსა და კომენტარებს და მათი შენიშვნების გათვალისწინებით ვცვლით პლატფორმის ვიზუალურ მხარეს და ვაუმჯობესებთ ტექნიკურ მახასიათებლებს“, – ამბობს Signify-ს გაყიდვების გუნდის ლიდერი, ალექსანდრე ჩხეიძე.
ერთი წლის თავზე, Signify აქტიურად გამოიყენება თითქმის ყველა სექტორში, მათ შორისაა საბანკო, სადაზღვევო, გემბლინგ, რითეილ და საგანმანათლებლო სფეროები. ამ დროისათვის პლატფორმის საშუალებით 50 ათასი დოკუმენტი გაიგზავნა, მას 100-ზე მეტი კომპანია იყენებს, ელექტრონული ხელმოწერის შესაძლებლობა კი 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გამოცადა.
გამოცადე შენც, აასწრაფე შენი ბიზნესი – signify.ge.
[R]