in

ნუ დარჩები ისევ იქ – Signify-ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც ფურცლომანიასთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებს

რამდენიმე კვირაა, სოციალურ ქსელში ელდარ შენგელაიას კლასიკად ქცეული ფილმის „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ინსპირაციით შექმნილი ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომლის ავტორიც ელექტრონული ხელმოწერების პლატფორმა Signify და პროდაქშენ ჰაუსი Fire Production არიან. მომხმარებელთა რეაქციებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საყვარელი პერსონაჟებისა და საბჭოთა პერიოდის დაწესებულებაში მომხდარი კომიკური სიტუაციების გახსენებამ ბევრი გაახალისა. მართლაც, მისი შემქმნელების მიზანი სახალისო და საინტერესო ფორმით კონკრეტული გზავნილის გავრცელება იყო. ნუ დარჩები ისევ იქ – გვეუბნება Signify და ფურცლომანიასა და ბიუროკრატიასთან ბრძოლისკენ მოგვიწოდებს. 

როგორ გაჩნდა კამპანიის იდეა და რატომ მაინცდამაინც „ცისფერი მთები“? როგორ უნდა ვებრძოლოთ დოკუმენტებით გამოწვეულ ქაოსს და როგორ უნდა მივიღოთ ხელმოწერები ელექტრონულად სულ რამდენიმე წამში? ამ და სხვა კითხვებზე Signify-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო უნგიაძე და Fire Production-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელ პროდიუსერი თამარ თვარაძე გვპასუხობენ.

M: პირველ რიგში, გვითხარით რა არის კამპანიის მთავარი სათქმელი? 

ნინო უნგიაძე: თუ დავუფიქრდებით, ბიუროკრატია და ქაოსი სამსახურში დღესაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია — დიდი დრო ეთმობა დოკუმენტების წარმოებას, მათ ამობეჭდვას, დარიგებას, თანამშრომლების დევნას ხელმოწერების მისაღებად და ა. შ. არადა, ამ პრობლემის გადაწყვეტა დღეს Signify-ს დახმარებით, ანუ პროცესების გაციფრულებითაა შესაძლებელი. ჩვენი გზავნილიც — `ნუ დარჩები ისევ იქ~ — სწორედ ამ ტიპის პრობლემების მარტივად გადაჭრისკენ მოწოდებაა. 

M: როგორ იქცა „ცისფერი მთები“ Signify-ის ვიდეორგოლის შთაგონების წყაროდ?

თამარ თვარაძე: როდესაც Signify-ის კამპანიის იდეასა და ბრიფს გავეცანით, მივხვდით, რომ ის პრობლემები, რომელთა წარმოჩენაც კომპანიას სურდა, ძალიან ახლოს იყო თითოეულ ჩვენგანთან. ჩვენც შევჯახებივართ ბიუროკრატიას, გვიწვალია, დაგვიკარგავს დრო და ენერგია მსგავს საქმეებში. შემდეგ პარალელი ელდარ შენგელაიას ამ გენიალურ ფილმთან გავავლეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ყველას გვყავს ჩვენი ვაჟა ზაზაევიჩი თუ გივი. ვიდეოს ინსპირაციაც ასე მოვიდა.

თავიდანვე გავიაზრეთ, რომ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იყო შევხებოდით კლასიკად ქცეულ ფილმს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. ამასთან ერთად, არ იყო მარტივი, შეგვექმნა ვიდეო, რომელშიც „ცისფერი მთების“ განწყობასაც შევინარჩუნებდით და მის სიუჟეტსა და დღევანდელობასთან არსებული პარალელების წარმოჩენასაც მოვახერხებდით. 

M: როგორ ჭრის Signify ვიდეოში წამოჭრილ პრობლემებს? როგორ უნდა მოვახერხოთ ბიუროკრატიისგან თავის დაღწევა? 

ნინო უნგიაძე: Signify ფარავს დაკონტრაქტების სრულ პროცესს. მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ დოკუმენტების ხელმომწერებთან გაგზავნა, არამედ რიგითობის განსაზღვრა, დოკუმენტების სტატუსის კონტროლი, მათი ერთ სივრცეში თავმოყრა, შენახვა, კატეგორიზაცია, რუტინული პროცესების ავტომატიზაცია და ა. შ. შედეგად, დოკუმენტბრუნვის პროცესი საგრძნობლად სწრაფდება, რაც ხარჯებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. იმას, რომ Signify სამსახურებრივ ყოველდღიურობას უმარტივებს კომპანიებს, მათივე წარმომადგენლებიც ადასტურებენ — ბევრ მომხმარებელს აღუნიშნავს, რომ ჩვენი პლატფორმის გარეშე მუშაობა ვეღარ წარმოუდგენიათ.

M: როგორ ფიქრობთ, რამდენად მალე დანერგავენ კომპანიები ამ ტიპის სიახლეებს თავიანთ საქმიანობაში?

ნინო უნგიაძე: პანდემიის შემდეგ ციფრული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივ ქცევად იქცა. დღეს აღარავინ სვამს კითხვას, რატომ უნდა დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგალითად, Zoom-ით ან ვიდეო კომუნიკაციის სხვა პლატფორმებით. ასე ციფრულდება სხვა პროცესებიც. ბუნებრივია, დოკუმენტებთან ურთიერთობაც აუცილებლად შეიცვლება და ის, რასაც Signify სთავაზობს მომხმარებლებს, მალე სტანდარტად იქცევა. საკითხავი ის არის, ეს ხვალ მოხდება თუ ზეგ. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებას ბიძგს ჩვენი კამპანიაც მისცემს. 

 [R]

GameScent-ის გაჯეტი ვიდეოთამაშების სურნელს რეალობაში აფრქვევს

ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი!