in

როგორ ახსოვთ ამერიკელებს ცნობილი ბრენდების ლოგოები? – Signs.com-ის ექსპერიმენტი

კომპანიები მილიონებს ხარჯავენ იმისთვის, რომ თავიანთი ლოგოებით მომხმარებლის გონებაში ცნობადობა მოიპოვონ და ამით უკეთ დაამახსოვრონ მათ თავი. თუმცა, რამდენად ეფექტურად იხარჯება ამხელა თანხები და ენერგია ეს კიდევ ცალკე თემაა, რომლის გარკვევაც Signs.com-მა გადაწყვიტა. ბრენდმა ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა და მასში მონაწილეობის მისაღებად 20 და 70 წლამდე, 156 რიგითი ამერიკელი მოქალაქე მოიწვია. მონაწილეებს სთხოვეს 10 ცნობილი კომპანიის ლოგო მაქსიმალური სიზუსტით დაეხატათ, მთავარი პირობა რა ექსპერიმენტში იყო – არავითარი წინა მოსამზადებელი თუ გასახსენებელი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩამოთვლილი კომპანია საკმაოდ ცნობილი და წარმატებულია, შედეგი მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა უმრავლესობამ ლოგოს ფერის გახსენება მაინც მოახერხა. ამ ფაქტს სპეციალისტი ფსიქოლოგი კარენ ჰალერი ასე განმარტავს “ როგორც წესი, ფერს ყველაზე მეტი ემოციური კავშირი აქვს ნებისმიერ ადამიანთან, შემდეგ მოდის ფორმა და ბოლოს წარწერა”.

მსოფლიოში პირველი 8K რეზოლუციის VR სათვალე, რომელმაც Kickstarter-ზე შვიდ დღეში 1 მილიონი დოლარი შეაგროვა!

Forsa Express – ამანათებისა და ტვირთების ექსპრეს გადაზიდვები ჩინეთიდან საქართველოში