სააგენტო “BBDO”-მ და ორგანიზაცია “Autism Speaks”-მა, რომელიც აუტიზმის პრობლემებზე მომუშავე მოწინავე ორგანიზაციაა, სოციალური რეკლამა წარმოადგინეს.
რეკლამა კამპანიის “Signs of Autism”-ის ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია მაყურებელს აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა სამყარო გააცნოს.
ვიდეოს შექმნის დროს კრეატორებმა ფერადი და უჩვეულო სამყაროს შესაქმნელად 3D რეჟიმი გამოიყენეს. რეკლამაში მოთხრობილი ისტორია ნამდვილი ბიჭის, ჯეიკობის ისტორიაა, რომელიც 4 წლამდე ვერ ლაპარაკობდა.










