25
Dec
2019

12 ნიშანი იმისა, რომ დედამიწა მეექვსე მასობრივი გადაშენების პირასაა

25 Dec 2019

ბოლო პერიოდში ხშირად გაიგებთ ფრაზებს “ბიომრავალფეროვნების შემცირება”, “ტყის შემცირება”,  “ყინულის დნობა”, “საშუალო ტემპერატურის ზრდა” და ა.შ აღნიშნულ პრობლემებს ცხოველთა ნაირსახეობების გადაშენებამდე მივყავართ. თუკი აქამდე მასობრივი გადაშენებების მიზეზი ბუნებრივი მოვლენები იყო, ახლა ამ პრობლემის გამომწვევი უშუალოდ ადამიანია. 2014 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ არა ადამიანი, დედამიწა 1000-ჯერ უფრო კარგ მდგომარეობაში იქნება.

დღესდღეობით საქმე გვაქვს მეექვსე მასობრივ გადაშენებასთან, რასაც უკვე არაერთი მტკიცებულება ადასტურებს..

1. დედამიწა ბიოლოგიური განადგურების პროცესშია. ცხოველების სრული რაოდენობის ნახევარი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ადამიანებთან ერთად დედამიწაზე ცხოვრობდა, უკვე განადგურდა.

2. მსოფლიოს 26,500-ზე მეტ სახეობას გადაშენება ემუქრება და სავარაუდოა, რომ ეს რიცხვი კვლავაც გაიზრდება.

3. გაეროს მოხსენების თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობა შეიძლება 1 მილიონს მიუახლოვდეს.

4. მწერების კვდომა რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. მწერების სახეობათა რაოდენობის 40% უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია.

5. მწერები არ არიან ერთადერთი არსებები, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე დადგნენ. ბოლო 50 წლის განმავლობაში, მომაკვდინებელი სოკოვანი დაავადების გამო, მსოფლიოში 500 – ზე მეტი ამფიბიური სახეობა შემცირდა – და 90 – მა გადაშენება განიცადა.

6. მხოლოდ ერთი სახეობის გადაშენებამაც კი შეიძლება, გამოიწვიოს გადაშენების დომინოს ეფექტი, რაც მთელ ეკოსისტემაზე აისახება.

7. 2015 წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოიკვლია ფრინველის, ქვეწარმავლების, ამფიბიებისა და ძუძუმწოვრების სახეობები და დაასკვნა, რომ გასული საუკუნის განმავლობაში გადაშენების საშუალო მაჩვენებელი 100-ჯერ აღემატება ნორმას.

8. კოალები უკვე “ფუნქციურად გადაშენებულია”, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა იმდენად შემცირდა, რომ იგი აღარ თამაშობს მნიშვნელოვან როლს ავსტრალიის ეკოსისტემაში.

9. მომავალი 50 წლის განმავლობაში ადამიანის საქმიანობის შედეგად სამყარო იმგვარ გადაშენებამდე მივა, რომ დედამიწა დაკარგული რესურსის აღდგენას 3 მილიონ წელზე მეტი მოუნდება.

10. ოკეანეები შთანთქავენ ზედმეტი სითბოს 93% -ს, რომელსაც სათბურის აირები გამოყოფენ დედამიწის ატმოსფეროში. ეს კლავს წყალქვეშა სახეობებს და მარჯნის რიფებს.

11. ოკეანეების დათბობა არქტიკისა და ანტარქტიდის ყინულის კატასტროფულ დნობას იწვევს, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ზღვის დონის ამაღლებას. აშშ – ში ყველა საფრთხის ქვეშ მყოფი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების 17% საფრთხეშია ზღვების ზრდის გამო.

12. წინა მასობრივ გადაშენებას გამაფრთხილებელი ნიშნები ახლდა თან. ეს ნიშნები ძალიან ჰგავდს ამჟამინდელ მდგომარეობის მახასიათებლებს.

ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორებისთვის დედამიწას 3 მილიონი წელიწადი დასჭირდება. ადამიანთა საქმიანობა დღითი დღე აუარესებს ამ სიტუაციას. სწორედ ამიტომ, საჭიროა, შემცირდეს გამონაბოლქვი, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კლიმატურ ცვლილებებზე, შემცირდეს პესტიციდების გამოყენება, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს გარემოს, შემცირდეს იმ რესურსების გამოყენებაც (მაგალითად ხე), რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს სიცოცხლისთვის სჭირდებათ..

სტატია მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

განხილვა