in

ნიშნები იმისა, რომ დროა შვებულება აიღოთ

ჯერ კიდევ პანდემიამდე ადამიანები სამსახურებში გვიანობამდე რჩებოდნენ და ხშირად არ იყენებდნენ მათთვის გამოყოფილი შვებულების ყველა დღეს. ახლა კი, როდესაც უამრავი ადამიანი კვლავ მუშაობს სახლიდან, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სამუშაოსა და ცხოვრებას შორის გამმიჯნავი ხაზი სრულიად წაიშალა, რამაც გამოიწვია ის, რომ ადამიანებს მთელი დღეების განმავლობაში უწევთ მუშაობა. სამუშაოსთვის მეტი დროის დათმობა არ ნიშნავს მეტ პროდუქტიულობას. რაღაც მომენტში გჭირდებათ შესვენება – იქნება ეს ლანჩის შესვენება შუადღით, თუ ერთი კვირა დასვენება. აქ მოცემულია რამდენიმე გამაფრთხილებელი ნიშანი, რომლებიც პირდაპირ მეტყველებენ იმაზე, რომ დროა, შეისვენოთ:

pasha-statiebi
pasha-statiebi

ერთსა და იმავე წრეზე დადიხართ

ძალიან ხშირად, ადამიანებს იმ პრობლემების გადაჭრა უწევთ, რომლებზეც მზა პასუხები არ არსებობს, ხოლო რაზეც არსებობს, ის ავტომატიზირებული სისტემით მუშაობს. ამიტომაც, საჭიროა, ახლებური, ჭკვიანური გამოსავალი მოვიფიქროთ ხოლმე. როდესაც გადაღლილები ვართ და დასვენება გვჭირდება, ერთსა და იმავე პრობლემას სხვადასხვანაირად ვეღარ ვუდგებით. ყოველ ჯერზე ვიწყებთ ისე, როგორც დავიწყეთ და მსგავსადვე ვასრულებთ. ცხადია, რომ ასეთ დროს ერთსა და იმავე წრეზე დავდივართ და ახლებურს ვერაფერს ვიფიქრებთ. ყველაფერი ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გონება გადაღლილია და შემოქმედებითად მუშაობა არ შეუძლია.

თქვენ არ შეგიძლიათ, გაუმკლავდეთ სირთულეებს

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანი, რომელიც გაუწყებთ, რომ შესვენებაა საჭირო, არის თქვენი მდგრადობის დარღვევა სირთულეებთან შეჭიდებისას. მაგალითად, როდესაც რაიმე პროექტი დაასრულეთ და თქვენი უფროსი გეუბნებათ, რომ რაღაც კიდევ არის შესაცვლელი, თქვენ ამ დროს ყველანაირ მოტივაციას კარგავთ და ძალიან დიდ იმედგაცრუებას გრძნობთ. გაქვთ შეგრძნება, რომ მეტს ვეღარ გაუძლებთ და ბოლო ენერგიას იყენებთ იმისთვის, რომ დავალება შეასრულოთ.

ასევე, რა ძალიან კარგი კოლეგაც არ უნდა იყოთ, ასეთ პერიოდში ხშირად გაღიზიანებთ თქვენი თანამშრომლების ქმედებები. შეიძლება, ეს გაღიზიანება სრულიად უსაფუძვლო იყოს, თუმცა, გადაღლილობისას თითოეული ადამიანის გარშემო ყოფნა უარყოფით შეგრძნებებს გიჩენთ. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ დროა, შეისვენოთ.

ისე გამოიყურებით, თითქოს მუშაობდეთ, თუმცა, რეალურად არაფერს აკეთებთ

ასეთ დროს ძალიან ბევრ “ყალბ სამუშაოს” ასრულებთ. როდესაც მაგიდასთან ზიხართ, ისე გამოიყურებით, თითქოს რთულ პრობლემას ხართ შეჭიდებული, თუმცა, რეალურად, ამ დროს შეიძლება საქაღალდეებს ასუფთავებდეთ, სქროლავდეთ ან რაიმე ინფორმაციას კითხულობდეთ. რეალურად, სულ მცირე ყალბი სამუშაო ყველასთვის სასარგებლოა, რადგან შეუძლებელია და ძალიან არაეფექტური, მუშაობდეთ საათები გადაბმულად, თუმცა, როდესაც გადაღლილი ხართ, თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლიათ. შედეგი კი ისაა, რომ საბოლოო ჯამში ვერაფერ მნიშვნელოვანს ვერ ქმნით. ამიტომაც დროა, შეისვენოთ.

წყარო: Fast Company



რა გავლენა იქონია პანდემიამ ტელეკომ ინდუსტრიაზე და რა მოთხოვნაა დღეს ციფრულ პროდუქტებზე  

უნდა გადავრჩეთ! – Droga 5 და Facebook ერთ ამერიკულ რესტორანზე გვიამბობენ