28
Jan
2019

სიკეთე – სისუსტე თუ საუკეთესო თვისება

28 Jan 2019

ჩვენ ხშირად გვიწევს წინააღმდეგობების, უთანხმოებებისა და კონფლიქტების გარემოცვაში ყოფნა. თუმცა, ეს სულაც არ არის ტრაგედია. მნიშვნელოვანია ის, თუ ამის შემდეგ, როგორ გრძელდება ურთიერთობა ადამიანებს შორის.

pasha-statiebi
pasha-statiebi

შესაძლებელია, თუ არა კონკრეტულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, კეთილგანწყობის შენარჩუნება? და რამდენად გვეხმარება ასეთი დამოკიდებულება, ვიყოთ უკეთესი ლიდერები?„სიკეთე“ შეიძლება, მივიჩნიოთ, როგორც ადამიანური სისუსტე, როცა მთელი მსოფლიო თვითგადარჩენისკენაა მომართული. თუმცა, მკვლევრები, დიდი ხანია, შეთანხმდნენ, რომ სიკეთეს, ნებისმიერ სიტუაციაში, საკუთარი თავისა თუ სხვებისთვის, ბედნიერების მოტანა შეუძლია. სწორედ სიკეთე განსაზღვრავს კარგი ლიდერის უნარს, სხვა თანამშრომლებიც გააბედნიეროს. Warwick-ის უნივერსიტეტის კვლევას თუ დავეყრდნობით, ბედნიერი თანამშრომელი 12%-ით უფრო პროდუქტიულია, ვიდრე უკმაყოფილო. შესაბამისად, ბედნიერი თანამშრომელი კომპანიის წარმატების წინაპირობაა.

ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ შეიძლება სიკეთემ კარგ ლიდერებად გვაქციოს:

აღიარების კეთილი ნება
თანამშრომლებს ჰკითხეს, ყველაზე მეტად, რა აძლევდათ მათ მოტივაციას იმისთვის, რომ საუკეთესო შედეგებისთვის მიეღწიათ. და ეს იყო არა დაწინაურება, დაფინანსებული ტრენინგი, თუ ავტონიმია, არამედ – აღიარება. როდესაც ხელმძღვანელი თანამშრომლის მიერ კარგად შესრულებულ საქმეს აღნიშნავს, ეს ნიშნავს, რომ ის ზრუნავს თანამშრომლის თავდაჯერებულობაზე, თვითშეფასების ამაღლებაზე, ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ მომავალში, მან კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიოს.

სუბიექტური აღქმა მისაღებია

კეთილ ადამიანებს ბევრად უკეთ და მარტივად გამოსდით უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარება, ე.წ. ნეთვორქინგი იმიტომ, რომ ასეთი ადამიანები გულწრფელად მზრუნველები არიან. ზოგადად, ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე კი, სხვისი აზრის მიღებაც შეუძლიათ. ერთ-ერთმა კვლევამ, ასევე, დაადასტურა, რომ ჯილდოს მფლობელი პროექტების 72% განსხვავებული აზრების მიღება-გათვალისწინების შედეგია. თუ სხვის სუბიექტურ აღქმას მიიღებ, როგორც მის კეთილ ნებას, შენი პროექტი უკეთესი იყოს, ეს უთანხმოებისგანაც აგარიდებს და რა თქმა უნდა, უკეთესი იდეების ძიებისკენ მოგმართავს.

კორექტული შენიშვნა +
შენიშვნა, როგორიც უნდა იყოს ის, კორექტული, თუ პირიქით, არასდროს არის სასიამოვნო. თუმცა, კონსტრუქციულ დიალოგს დამატებული გულწრფელი სურვილი თანამშრომლის დახმარებისა, რა თქმა უნდა, დამსაქმებელ-დასაქმებულს შორის, ბევრად უფრო მყარი ურთიერთობების წინაპირობაა. დაანახე თანამშრომლებს, რომ ნამდვილად გსურს, განვითარდნენ და შენიშვნას მხოლოდ საკუთარი უპირატესობის წარმოსაჩენად არ აძლევ.

იმ მომენტიდან, როცა საკუთარ პასუხისმგებლობას დაივიწყებ, რომ სხვების წარმატებაზე უნდა იზრუნო, მაშინვე შეცდომას დაუშვებ. ამიტომ, უბრალოდ, სხვისთვის კარგის გაკეთების სურვილით დაიწყე და თავადვე მიხვდები, რა დროს რა ნაბიჯები გადადგა საუკეთესო შედეგების მისაღწევად, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში.

წყარო: Inc



განხილვა