in

სიკეთის ღირებულება სამსახურში

რას ნიშნავს ტერმინი Goodwill?

მას შემდეგ, რაც კომპანია გაკოტრებისგან იხსნა, მეწარმე ჯეიმს რიმ სამსახურში თანაგრძნობის კულტურაში ინვესტირების ღირებულებაზე დაიწყო საუბარი. სურს, დაგვარწმუნოს, რატომ უნდა ვუხელმძღვანელოთ ჩვენს საქმეს მთელი გულით. უფრო ზუსტად ტერმინ Goodwill-ზე საუბრობს — მარტივად რომ გითხრათ, აქტივია, რომელიც მაშინ იჩენს თავს, როცა მყიდველი კომპანიის პროდუქტში მის რეალურ ღირებულებაზე მაღალ ფასს იხდის. ეს კი სწორედ გულდვილით/კეთილი ნებით აიხსნება. 

ბიზნესში როგორ განიმარტება, ალბათ, დაახლოებით გასაგებია, თუმცა ჯეიმს რის სურს, ეს ტერმინი ჰუმანურ ჭრილში განმარტოს. თავის ბავშვობის მოგონებას გვიზიარებს, რომელმაც კარგი ცხოვრებისეული გაკვეთილი ასწავლა: როცა 5 წლის იყო ბაღში მეგობრის მამისგან საჩუქრად პატარა წითელი ვერტმფრენი მიიღო, თუმცა თავიდან ვერ მიხვდა, რით დაიმსახურა ეს. შემდეგ გაიაზრა, რომ სამადლობელი საჩუქარი იყო იმისთვის, რასაც ჯეიმს რი მეგობრისთვის აკეთებდა – მას შემდეგ, რაც დედა დაკარგა სკოლაში ლანჩი ვერ დაჰქონდა, ჯეიმს რი კი თავისას უწილადებდა. წითელი ვერტმფრენით კი მეგობრის მამამ სიკეთე ხელშესახები გახადა, იმ აქტივად გადააქცია, რომელსაც ჩვენ გუდვილს ვუწოდებთ.

რაც შეეხება კომპანიას, რომელიც რიმ გაკოტრებას გადაარჩინა, აქ Ashley Stewart-ის ტანსაცმელების საცალო ვაჭრობის ორგანიზაციას ვგულისხმობთ, სადაც ძირითადად საშუალო შემოსავლების მქონე ფერადკანიანი ქალები იყვნენ დასაქმებულნი. კომპანიაში მიღწეული წარმატების გამო, მას CEO-ს პოზიცია შესთავაზეს, რასაც მხოლოდ 6 თვით დათანხმდა, რადგან არ უნდოდა კომპანია ლიკვიდაციამდე მისულიყო… იქ კი რთული სიტუაცია გახლდათ, არც ინტერნეტი, არც კომპიუტერები, ოფისად გადაკეთებული საწყობი, უნდობლობა… თუმცა თანამშრომლებისა და მომხმარებლებისგან მიღებული მხარდაჭერის გამო ახალი ბიზნეს გეგმის შედგენა გადაწყვიტა ახალი მათემატიკური ფორმულებით, ოპერაციული პროტოკოლით, რომლის მიზანიც რეალური ღირებულების შექმნა და გუდვილის უზრუნველყოფა იყო.

უფრო ზუსტად ბიზნესის გეგმა 3 ძირითად საკითხს მოარგო — პირველი ამოცანა სამსახურში სიკეთით სავსე კულტურის დამკვიდრება იყო. შესაძლოა, როგორც ინდივიდებს ხან შეცდომები დაეშვათ, მაგრამ როგორც გუნდი, ისინი ამას საკმაოდ წარმატებულად ახერხებდნენ. ასე უსაფრთხო გარემოც შექმნეს, რომელიც ინოვაციებს უხსნიდა გზას… მეორე საკითხი კი უკვე ამის მთელი მსოფლიოსთვის ჩვენებას ეხებოდა, რაც სმარტფონებისა თუ სოციალური მედია საშუალებებით მარტივად მოხერხდა. ბოლოს კი მიხვდნენ, რომ გუდვილზე კონცენტრირების მსგავსად მთავარი ფოკუსი ადამიანებზე უნდა გაეკეთებინათ. ამიტომ, ფინანსური ფორმულები ფინანსური მოხსენებებით ჩაანაცვლეს, ხელფასები ხარჯად კი არა, ინვესტიციად მიიჩნიეს… 

თქვენც მალევე მიხვდებით, რომ ოპერაციები, ლიდერობა და კულტურა სწორედ ის არის, რაც გუდვილს ქმნის. შესაძლოა, ყველა იდეის განხორციელებაში ფინანსებმა ხელი არ შეგიწყოთ, მაგრამ არც ეს არის პრობლემა, მთავარია საქმე გულით აკეთოთ. ასე მოხდა 2013 წლის სადღესასწაულო სეზონზეც, Ashley Stewart-ში ბევრი ფინანსური რესურსი აღარ ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა გამოსავალი მაინც იპოვეს — მოკრძალებულ სადღესასწაულო წვეულებას უმასპინძლეს ქალების უსახლკაროთა თავშესაფარში და მათ თავიანთი დრო და გული შესთავაზეს, პატარა კონკურსიც მოაწყვეს და თითოეული მაღაზიიდან 250 დოლარის დონაციაც მოახერხეს. ეს მადლობისა და დამშვიდობების ჟესტი იყო ადგილობრივი საზოგადოებისთვის, რომელიც კომპანიას 20 წლის მანძილზე უჭერდა მხარს. ადამიანური კავშირები კი, რომლებიც ამ ღონისძიებაზე მიიღეს, ყველაფერს აღემატებოდა… 

მათი ძალისხმევა უფრო დიდ აქტივობაშიც გადაიზარდა, რომელსაც Finding Ashley Stewart უწოდეს, ეს ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც იმ ქალი ლიდერების პოვნას ისახავდა მიზნად, რომელთა ხმაც არ ისმოდა. Brooklyn Kings Theater-ში კულმინაციასაც მიაღწია, როცა 3000 გულშემატკივარი ერთად ყვიროდა. ყველაზე კარგი კი ამ ამბავში ის იყო, რომ ღონისძიებას მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური და ფინანსური კომპანიები აფინანსებდნენ. 

ჯეიმს რი აქ 6 თვე კი აპირებდა გაჩერებას, მაგრამ ეს დრო 7 წლამდე გაიზარდა. ამ პროცესში მრავალი რთული გადაწყვეტილების მიღებაც მოუწიათ, თუმცა ფაქტია, სტრატეგიამ ისინი სწორ გზაზე დააყენა — 2 წელში იმაზე მეტი საოპერაციო მოგება მიიღეს, ვიდრე კომპანიის აქტივებში ჰქონდათ გადახდილი. ციფრულმა სტრატეგიამ კი ისინი ყველაზე პრესტიჟულ ბიზნეს კონფერენციებამდე მიიყვანა. ასე რეალური გუდვილის საბუღალტროდ ქცევაც მოუწიათ… ეს ყველაფერი კი არ იქნებოდა, ბავშვობაში წითელი ვერტმფრენით კარგი გაკვეთილი რომ არ მიეღო…

როგორ აფასებს m² სფოთლაითთან მრავალწლიან მეგობრობას

„თეგეტა ჰოლდინგმა“ თბილისში ელექტროავტობუსი ჩამოიყვანა