in

სიკეთის მეცნიერება — როგორ გვაჯილდოებს ტვინი სხვების დახმარებისთვის?

M2
M2

სიკეთის მეცნიერება ამბობს, რომ თქვენი გულუხვობისა და პატივისცემის მარტივი ქმედებებით მხოლოდ სხვებს კი არ აგრძნობინებთ თავს კარგად, არამედ საკუთარი ტვინისთვისაც მოგაქვთ სარგებელი — განწყობის გამაძლიერებელი ნივთიერებების დოფამინისა და სეროტონინის მატებით დაწყებული, სტრესის ჰორმონების შემცირებით დამთავრებული, სიკეთე ბიოლოგიურ დონეზე მოქმედებს და თქვენს კეთილდღეობას უზრუნველყოფს. ამგვარად, ერთი ღიმილით, კეთილი სიტყვითა თუ ნაფიქრი ქმედებით თქვენი ტვინის პასუხი შეგიძლიათ შეცვალოთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

თუმცა, ზოგადად საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, კონკურეტულ 7 გზაზე მოგიყვებით, რომლითაც სიკეთე გაგაბედნიერებთ:

1. ზრდის დოფამინს — ასე ტვინი გაჯილდოებთ

სიკეთე ტვინის დაჯილდოების სისტემას ააქტიურებს და, შედეგად, დოფამინს ათავისუფლებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კარგი შეგრძნებების ქიმიურ ნივთიერებას. ამ დროს განწყობა გიუმჯობესდებათ და რაღაც ისეთს განიცდით, რასაც მიზნის მიღწევისას გრძნობთ ხოლმე. დროთა განმავლობაში კი დოფამინი ტვინს უბიძგებს, სიკეთე ბედნიერებას დაუკავშიროს, თქვენ კი მეტად მიდრეკილს გხდით ამ ქმედების გამეორებისკენ. 

2. ქმნის მყარ სოციალურ კავშირებსა და ნდობას

ადამიანები სოციალური არსებები ვართ და კავშირები გვჭირდება. კავშირებისთვის ნდობაა საჭირო, რომლის უკანაც ოქსიტოცინი დგას — როცა სიკეთეს ჩადიხართ, ტვინი სწორედ ამ ნივთიერებას ათავისუფლებს, ნდობას წარმოშობს და ურთიერთობებს აღრმავებს. 

ეს “სიყვარულის ჰორმონი” მხოლოდ ინტიმურობას კი არ ზრდის ახლო მეგობრებსა თუ პარტნიორებს შორის, არამედ ფართო საზოგადოებაში კუთვნილების ნდობაზე დადებითად აისახება. აღნიშნულს შედეგად ცხოვრებით კმაყოფილების მაღალი დონე მოაქვს და დიდხანს სიცოცხლის გარანტიც ხდება. გვიმტკიცებს, რომ სიკეთე ემოციური და ფიზიკური ფარია. 

3. ამცირებს სტრესის ჰორმონებს

კორტიზოლის დონეებსაც ამცირებს, სტრესის ჰორმონის, რომელიც სხეულს ბრძოლისა თუ გაქცევის რეჟიმში ამყოფებს. კვლევები კი გვეუბნება, რომ ადამიანებს, რომლებიც თანაგრძნობით გამოირჩევიან, ნაკლებად აწუხებთ წნევა, უფრო მშვიდები არიან და არც სტრესთან დაკავშირებულ სიმპტომებს უჩივიან. კორტიზოლის შემცირებით თქვენს ნერვულ სისტემასაც ეძლევა დამშვიდების საშუალება. 

4. აუმჯობესებს ემპათიისა და თანაგრძნობის უნარებს

როცა სიკეთეს განიცდით, ემპათიასა და პერსპექტივების მიღებასთან დაკავშირებულ ნერვულ ქსელებს აძლიერებთ. ტვინის სკანირებებმა აჩვენა, რომ თანაგრძნობის გამოხატვის დროს პრეფრონტალური და წინა საზარდულის ქერქი აქტიურდება — რეგიონები, რომლებიც სხვების ემოციების გააზრებასა და მათზე მზრუნველობით პასუხის გაცემაზეა ორიენტირებული. 

5. აუმჯობესებს პერსონალური ზრდისა და გამძლეობის ციკლს

სიკეთით ფოკუსი პირადი პრობლემებიდან გადაგაქვთ და სხვებზე ორიენტირებული ხდებით. როცა თანაგრძნობას იჩენთ, შეახსენებთ საკუთარ თავს, რომ სხვებსაც აქვთ გამოწვევები. ასე არასასურველი ფიქრებისგან თავისუფლდებით და გეძლევათ ძალა, წარუმატებლობების შემდეგ აღიდგინოთ ენერგიები. ამიტომაც თერაპევტები ხშირად პაციენტებს მოხალისეობას და მადლიერების დღიურების წარმოებას ურჩევენ…

6. აჯანსაღებს შემოქმედებითობას და ფოკუსირების უნარს

სიკეთე მხოლოდ განწყობაზე კი არ აისახება დადებითად, არამედ თქვენს გონებასაც მკვეთრს ხდის. როცა თქვენს ტვინში პოზიტიური ნივთიერებები აქტიურდება, ტვინსაც მეტი ენერგია ეძლევა ფოკუსირებისა თუ პრობლემების შემოქმედებითი გზებით გადაჭრისთვის. ასე უკეთესი იდეებიც გაფიქრდებათ და გამოსავალსაც მარტივად პოულობთ. 

7. ზრდის ცხოვრებით მუდმივად კმაყოფილების ხარისხს

დროებითი სიამოვნებებისგან განსხვავებით, სიკეთე მიზნის შეგრძნებასა და სრულყოფილების განცდას გიჩენთ. კვლევებიც აჩვენებს, რომ ალტრუისტულ ქმედებებში აქტიურად ჩართული ადამიანები ცხოვრებით კმაყოფილების მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. ეს საკუთარი თავის ღირებულებისა და მნიშვნელობის უკეთ დანახვად შეგვიძლია, ვთარგმნოთ. 

ამგვარად, თუ ბედნიერად ცხოვრება გსურთ, ჯერ სხვების ბედნიერებაზე უნდა იზრუნოთ და ისინი სიკეთის მარტივი ჟესტებით გამოკვებოთ…

„ლიდერატორი“ – საქართველოს ბანკის პროგრამა, სადაც 500-მდე სტუდენტმა პროფესიული გზა დაიწყო

15-წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ, PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა