in

“სიხარულის გენერატორი”, რომელიც მცირე პრაქტიკული მეთოდებით მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

პანდემიურ პერიოდში შფოთვისა და დეპრესიის ნიშნების მქონე მოზრდილთა წილი სამჯერ გაიზარდა

ადამიანი თავისი გრძნობებითა და განცდებით ძალიან ემოციური არსებაა – ნაწილზე მეტად, ნაწილზე კი ნალებად მოქმედებს ის მოვლენები, რომლებიც მათ ირგვლივ ვითარდება. პანდემიამ ეს ასპექტი კიდევ უფრო გამოკვეთა. როგორც ფსიქოლოგები აღნიშნავენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში საგრძნობლად გაიზარდა დაღლილობისა და სტაგნაციის დონე. თუმცა ამის საპირისპიროდ მეცნიერებმა ტანჯვისგან გათავისუფლებისა და ბედნიერების შეგრძნების ახალი მეთოდები შეიმუშავეს.

სწორედ მენტალური სიმშვიდისა და ბედნიერების განცდის მოპოვებას ემსახურება National Public Radio-ს მიერ შექმნილი “სიხარულის გენერატორი”. ეს არის პლატფორმა, რომელიც ადამიანებს ბედნიერების მომტანი “მცირე”, მნიშვნელოვან და აუცილებელ ქმედებებს სთავაზობს – იქნება ეს ბუნების ხმების მოსმენა, სამყაროს უსასრულო მშვენიერების ხილვა, საკუთარი გრძნობების დაწერის მოწოდება, ლოდინის მშვენიერების განცდა თუ სხვ.

ფსიქოლოგების თქმით, ადამიანს საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესების დიდი შესაძლებლობა აქვს. ამისათვის პოზიტიური გრძნობებისა თუ მომენტების დაფასება და მათი უფრო ინტენსიურად აღმოჩენაა საჭირო.

საგულისხმოა, რომ მენტალური პრობლემები არა მხოლოდ “რიგით” ადამიანებს, არამედ თავად ფსიქოლოგებსაც კი აწუხებთ. მაგალითად, არიზონას უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა და ემოციის ექსპერტმა, მიშელ ჩიოტამ პანდემიური წლის შემოდგომაზე შეამჩინა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა. იგი ვერაფრით შველოდა იმ სიცარიელისა და დაძაბულობის განცდას, რომელიც კორონავირუსს ახლდა თან. საბოლოოდ, შფოთვისა და დეპრესიის ნიშნების მქონე მოზრდილთა წილი სამჯერ გაიზარდა, დაახლოებით 10-დან 30 პროცენტამდე.

ლეონარდო და ვინჩის ახალი საგვარეულო ხე – 21 თაობა და 14 ცოცხალი შთამომავალი

მომხმარებლებმა ყოველთვის უნდა იცოდნენ, როდის და რატომ ზრდის კომპანია ფასებს