in

„სიყვარულის 3 ისტორია“  – ზარაფხანასგან [EXCLUSIVE]

მარკეტერი წარმოგიდგენთ საივულერო კომპანია ”ზარაფხანა”-ს კამპანიას სახელწოდებით “სიყვარულის ისტორია”.  თებერვალში, ზარაფხანას Facebook-გვერდის მომხმარებელ მამაკაცებს ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი სიყვარულის ისტორია ფოტოსურათთან ერთად გაეზიარებინათ. სამი საუკეთესო ისტორიის ავტორს კი ზარაფხანა სიურპრიზს დაჰპირდა. ნახეთ ვიდეო და სიყვარულის სამი ისტორია ექსკლუზიურად მარკეტერზე:

M: მარკეტერი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერს – მიშა ქურდაძეს ესაუბრა:

მიშა-ქურდაძეპროექტის მიზანი იყო ჩვენს გვერდზე მამრობითი სქესის წარმომადგენლების გააქტიურება და მათი მეტად ინტეგრირება, დამეგობრება  ჩვენს პროდუქტებთან. მოგეხსენებათ რომ მარტის პირველი ნახევარი განსაკუთრებულად აქტიური სეზონია ჩვენს კომპანიაში წარმოებული მსგავსი ტიპის პროდუქტებისათვის. პროდუქტები, რომელიც ქალბატონების სილამაზეს ემსახურება და უმეტეს შემთხვევაში სწორედ მამაკაცების შესაძენია. ვიდეოს გადაღების და მათი სოციალურ ქსელში განთავსების მიზანი კი  ჩვენი გვერდის ერთგული მომხმარებლების ხედვაში ბრენდის პოზიტიური აღქმა და შერეული ემოციის გამოწვევა. ვფიქრობთ გარკვეულწილად შედეგს მივაღწიეთ,  გავახარეთ არა მხოლოდ შერჩეული წყვილები, არამედ ჩვენი ფეისბუქის მეგობრებიც.

M: ვის ეკუთვნის კამპანიის იდეა და შესრულება?

იდეა და შესრულება კომპანიის მარკეტინგის სამსახურს ეკუთვნის, ვიდეოები მოამზადა ახალგარდა ნიჭიერმა ადამიანთა ჯგუფმა რატი დოლიძის ხელმძღვანელობით.

34 ლარად ნაყიდი ლუდიდან პერსონალურ ძეგლამდე! 34-ის სრული ვიდეო ისტორია!

Puma-მ მთელი Time Square არბენინა