საქართველოს ბანკის ახალმა ანიმაციურმა რგოლმა, რომელიც ბავშვების საყვარელ გმირს — ერთგულ მეგობარ კუპატას ეძღვნება, სოციალური ქსელები უკვე მოიცვა და მივიწყებული მოგონებები გააცოცხლა. რგოლის მიზანი ხომ ჩვენთვის კიდევ ერთხელ იმ თბილი გრძნობების შეხსენებაა, რომლებიც კუპატასთან და მის ბავშვების სიყვარულთან ასოცირდება.
ასე გახდა საქართველოს ბანკის მთავარი მოწოდება ფრაზა – „სიყვარულმა გაჩერება არ იცის“. რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თუ გულწრფელად გიყვარს, მისდამი მიმავალ გზაზე ვერაფერი გაგაჩერებს.
ასე იქცა კუპატა გმირად და მოწოდების მთავარ ინსპირაციად.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შექმნილ ანიმაციურ რგოლზე მუშაობა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.
თავდაპირველად, რგოლზე მუშაობა 2024 წლის თებერვალში კრეატიული სააგენტო JWT მეტროს ჯერ კიდევ მაშინდელ გუნდთან ერთად დაიწყო, თუმცა, შემდეგ სხვა ფორმატში, ფრილანსერების გუნდთან ერთად გაგრძელდა, მათ შორის იყვნენ: შემოქმედებითი ხელმძღვანელი – ეკა ყიფიანი; ქოფირაითერი – დავით ბუსკი კილაძე; არტ დირექტორები – ლუკა ივანიძე, ბრუსლი (Bruce Lee); პერსონაჟების დიზაინი – ბურსლი (Bruce Lee), რეზო ბოკერია; დიზაინის ხელმძღვანელი – სანდრო ლალიაშვილი; გრაფიკული დიზაინერი – ნინუკა ცინცაძე; პექშოტის ანიმაცია – ლუკა მოსიაშვილი; აღმასრულებელი პროდუსერი – მაიკო გურაბანიძე; რეჟისორი – დათო ბორჩხაძე; პროდაქშენ დიზაინერი – დათო ჭყოიძე; ილუსტრატორი – ჯაფარა; კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი. ანიმაციის შექმნაზე იმუშავა GARNAMATAC-ის გუნდმა, ხმა და მუსიკა კი POSTRED-ს ეკუთვნის.
ვიდეოსთან ერთად, კუპატას შესახებ შეიქმნა პრინტები, გაკეთდა კოლაბორაციები, რის შესახებაც უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.
ალბათ, ბათუმში, ქვეითთა გადასასვლელზე, რომელზეც კუპატა ბავშვებს მიუძღვებოდა, ნაკვალევს შეამჩნევდით – ეს საქართველოს ბანკის მიერ კუპატასთვის მიძღვნილი ნაკვალევია, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ისტორიას, ერთგული მეგობრის შესახებ.

ასევე, შეიქმნა კუპატას სახალისო GIF-ები, რომლებიც პატარა გმირის ხასიათს ასახავენ.


საქართველოს ბანკმა ასევე შექმნა კუპატას ციფრული კომიქსები.
მობილბანკის მომხმარებლები კი შეამჩნევდნენ კუპატას სთორებს. ამასთან, ბავშვებისთვის, საქართველოს ბანკის sCool App-ის თამაშში – „სხვა სამყარო“ კუპატას პერსონაჟიც გამოჩნდა.

კუპატას ვიზუალები გამოჩნდა საქართველლოს ბანკის და SOLO-ს ვებგვერდებზეც.


კუპატას ვიზუალები განთავსდა ბათუმში საქართველოს ბანკის Pay Box-ებზე, მონიტორებზე, ვებგვერდებზე, ბანერებზე, ფილიალების ეკრანებზე.
ბავშვებისთვის კი შეიქმნა სახალისო გამოსახულების მქონე აქსესუარები.

[პარტნიორის კონტენტი]













