in

Windows „სიკვდილის ლურჯ ეკრანს“ დაემშვიდობა

როცა ე. წ. სიკვდილის ლურჯი ეკრანი პირველად გამოჩნდა Windows 1.0-ის 1985 წლის ვერსიაში, თვითმფრინავში სიგარეტის მოწევა ჯერ კიდევ ლეგალური იყო, არც HTML კოდი არსებობდა და ცუკერბერგიც 1 წლის გახლდათ… თუმცა ახლა, თითქმის 40 წლის შემდეგ, Windows სიკვდილის ლურჯ ეკრანს დაემშვიდობა.

უკვე შავი სიკვდილის ეკრანის სახელით ვეცნობით მას. ეს ცვლილება კი გასული წლის CrowdStrike-ის შეფერხებას უკავშირდება, რამაც 8.5 მილიონ Windows-ის მოწყობილობაზე, ბიზნესებზე, აეროპორტებზე, ტელევიზიაზე და სხვა მრავალ უწყებაზე იმოქმედა

სწორედ ამ ამბის შემდეგ განაცხადა Microsoft-მა Windows Resiliency Initiative-ის შესახებ, რომელიც Windows-ზე მეტად დაცული ფუნქციების დანერგვას ითვალისწინებს, რათა მომავალში მსგავსი კრიზისების ალბათობა შემცირდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში ცდილობენ, მოულოდნელი რესტარტები ნაკლებად ხელის შემშლელი გახადონ. Windows სწრაფი აღდგენის ფუნქციასაც ამატებს, რომელიც კომპიუტერებს სწრაფად აძლევს ონლაინში დაბრუნების შესაძლებლობას, მაშინაც კი თუ რესტარტი წარუმატებელი იქნება.

რაც შეეხება სიკვდილის შავ ეკრანს, კომპანია ახლა ამას უბრალოდ „გამარტივებულ ინტერფეისს“ უწოდებს — როგორ ჩანს, მათთვის ლურჯ ფონზე თეთრი ტექსტი მეტად რთული წასაკითხი გახლდათ…

„ფლომასტერის“ ახალი მიდგომა სწავლებაში – გზა კარიერული წარმატებისკენ

რისთვის გვამზადებდა ბუდუ ზივზივაძე? – აღნიშნე PLUS-ის დაბადების დღე!