in

სიკვდილის ყველაზე უჩვეულო ისტორიები, დამკრძალავი ბიუროს პრინტ კამპანიაში

როგორი შეიძლება იყოს ისეთი სფეროს წარმომადგენელი ბრენდის სარეკლამო კამპანია, როგორიც დამკრძალავი ბიუროა?! ამ კითხვაზე Lanaudière–მა პასუხი ორიგინალურად გაგვცა და საზოგადოებას ახალი პრინტ კამპანია შესთავაზა, ამასთან, თავისი მომსახურებების შესახებაც ძალიან ოსტატურად შეახსენა. კომპანიამ პოსტერებზე გარკვეული პიროვნებების გარდაცვალების ყველაზე უცნაური და ამავდროულად, ძალიან საინტერესო ისტორიები დაიტანა.

პრინტ კამპანიის პირველი გმირი ჟოკეი ფრენკ ჰაიესი გახდა. ადამიანი, რომელიც ერთი ჩვეული დოღის მიმდინარეობისას გულის შეტევით პირდაპირ ცხენზე გარდაიცვალა და ისე მივიდა ფირნიშის ხაზთან. მართალია, ცოტა უხეშად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, ფრენკი პირველი ჟოკეია, რომელმაც გარდაცვლილმა შეძლო დოღის მოგება.

კამპანიის მეორე პესონაჟი ბაიკერი ფილიპ კონტოსია, რომელიც მთელი ძალებით აპროტესტებდა კანონს ჩაფხუტის ტარებასთან დაკაშირებით. ერთ–ერთი ასეთი გამოსვლის დროს ის პირდაპირ თავის მოტოციკლზე მოკლეს. ექიმები ირწმუნებიან, ჩაფხუტი რომ ეტარებინა, ახლა ცოცხალი იქნებოდაო.

ბოლო, თუმცა არანაკლებ საინტერესო პოსტერზე გამომგონებელი ფრანც რეიჩელეტია გამოსახული. ადამიანი, რომელმაც თავისივე შექმნილი საფრენი კოსტიუმის დემონსტრირებისთვის, ეიფელის კოშკის პირევლი სართულიდან გადმოხტომა გადაწყვიტა. სამწუხაროდ მცდელობა კრახით დასრულდა და ფრანცი ადგილზევე გარდაიცვალა. თუმცა, ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო სიკვდილის ისტორია დარჩა.

“მარტო შენთვის” – ელიტ ელექტრონიქსის ახალი ვიდეო რგოლი [EXCLUSIVE]

Garage 48 თბილისშია! 48 საათიანი მხიარულება ამბიციური და ინოვაციური იდეების განხორციელებისთვის