10
May
2013

ქალაქში “სილამაზეზე” მოთხოვნამ იმატა!

10 May 2013

ალბათ შეამჩნიეთ რომ ბოლო დროს ქალაქში “სილამაზეზე” ზრუნვის მოთხოვნამ იმატა. განსაკუთრებით მომრავლდა გარე ბანერები.

სხვადასხვა ცენტრებსა თუ კლინიკებში თვლიან, რომ თავის მოვლის კულტურა სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს საქართველოში. ბოტოქსი, ეპილაცია, არაქირურგიული ოპერაციები- ნაოჭების კორექცია, პლაზმა ლიფტინგი (კანის გაახალგაზრდავების მეთოდიკა), მეზოთერაპია (ნაოჭების/ ცელულიტის მოცილება) – მოთხოვნა ყველაზე მეტად ამ პროცედურებზე გაიზარდა.

როგორც ამბობენ კლინიკები და ცენტრები ერთმანეთის კონკურენციას ექსკლუზიუირი სერვისებით, პერსონალითა და რიგ შემთხვევაში,  სპეციალური საფასო შეთავაზებიბით უწევენ.

გია გვარამიას კლინიკის მენეჯერი ქეთი ქავთარაძე ამბობს, რომ მათი კლინიკის მომსახურებით ბოლო დროს უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს. თუმცა, კონკრეტულ რაოდენობაზე საუბარი უჭირს.

“ყველაზე მეტად მოთხოვნა არის ეპილაციაზე, ასევე ბოტოქსზე, არაქირურგიულ ოპერაციებზე- ნაოჭების გასწორებაზე. რაც შეეხება ფასებს, ამაზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, გააჩნია რას ირჩევს მომხმარებელი, თუნდაც ეპილაცია რომ ავიღოთ, განსხავებულ ადგილზე და მონაკვეთზე იკეთებენ, ფასიც შესაბამისად იცვლება. თუმცა, შემიძლია გითხრათ რომ ძალიან მაღალი არ არის”,- ამბობს ქეთი ქავთარაძე.

კლინიკაში თვლან, რომ კონკურენტებს პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი დონით “უპირისპირდებიან”. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ექსკლუზიური შეთავაზებები – მაგალითად, პლაზმა ლიფტინგი, რომელიც პირველად მათთან დაინერგა.

“ტოტალ შარმში”  ამბობენ, რომ მომხმარებლის მატება პირობითია და შესაძლოა კონკრეტულ პროცედურებზე მოთხოვნა იკლებდეს, რის ხარჯზეც იმატებდეს სხვა მომსახურებაზე მოთხოვნა.

“მაგალითად, პილინგს (კანის გაწმენდა) აქვს კლება, რადგან ამ პერიოდში არ არის მიზანშეწონილი ამ პროცედურის გაკეთება, ამის ხარჯზე მეტია მოთხოვნა მეზოთერაპიასა და პლაზმალიფტინგზე. კონკურენციას ძირითადად რამდენიმე მიმართულებით ვუწევთ კონუკრენტებს.  პირველი ეს არის ავტორიტეტი და “ტოტალ შარმი” როგორც ბრენდი. მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის სპეციალისტები. ყველასათვის ცნობილი, სულამანიძეები. ჩვენი უნიკალური შეთავაზება APTOS-ის ძაფები, გადაჭიმვის ამ პროცედურას არ სჭირდება არავითარი კვეთა, ჭრილობა და ხანგრძლივი რეაბილიტაცია. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას – მუდმივად კონტროლირებადია.  ყოველთვის ვითვალისწინებთ როგორც კონკურენტთა შეთავაზებებს, ასევე, ზოგადად,  ბაზრის გადახდისუნარიანობას”, – ამბობს კლინიკის პიარ მენეჯერი დიმიტრი მოდრეკელიძე.

 

თქვენ თუ გისარგებლიათ მსგავსი მომსახურებით? და ძირითადად რა კრიტერიუმების მიხედვით იღებთ გააწყვეტილებას?

განხილვა