ამ მხატვრული ანიმაციით, Heinz-მა პატარა გოგონას შესახებ გვიამბო, რომელსაც აჩრდილი არ აძლევს მოსვენებას. თუმცა, ეს ამბავი ალბათ ბევრს გვეცნობა, იმ დღეებიდან, როდესაც სკოლაში ჯერ საუქმის გარეშე წავსულვართ, შემდეგ კი, ხან კონცენტრაცია გაგვჭირვებია, ხანაც, მუცლიდან ყრუ ხმაური გაგვიგონია, შველას რომ ითხოვდა. როგორც აღმოჩნდა, ყოველდღიურად, ყოველი ხუთი ბავშვიდან ერთი, სკოლაში საუზმის გარეშე წასვლის რისკის ქვეშ დგას. სწორედ ამ საკითხს ეძღვნება Heinz-ის ვიდეორგოლი, რომელიც Magic Breakfast-თან ერთად ებრძვის შიმშილის გრუხუნს. კამპანიაზე სააგენტო BBH London-მა იმუშავა.
გააჩუმე შიმშილის აჩრდილი! – Heinz-ის ანიმაცია











