in

ჩუმი სამყარო ბავშვებისთვის, რომლებსაც არ ესმით

ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ და სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-მ ერთობლივი ნამუშევარი “ჩუმი სამყარო” წარმოადგინა. რეკლამა იმ მშობლებს ეხებათ, ვის შვილებსაც სმენის პრობლემები აქვთ.

ვიდეოში ყველა ის სირთულე და ემოციაა, რომელსაც მშობლები განიცდიან: დიაგნოზის მოსმენიდან ინვალიდობის გაცნობიერებით დამთავრებული.

“ჩვენი მიზანია მშობლებს მოვუწოდოთ უფრო მეტი ყურადღება გაამახვილონ პრობლემაზე და ბავშვებს ცხოვრება გაუფერადონ”. ვიდეოს კრეატივიც, იდეასთან შესაბამისად გვიმტკიცებს, რომ პრობლემის გადაჭრა ადვილია, თუ მას სწორედ გავიაზრებთ.

გიორგი პოპიაშვილი სპოტლაითი

გიორგი პოპიაშვილი – JWT Metro (Spotlight.ge)

VISA-ს რებრენდინგი