in

„სილქის“ მობაილბანკს უკვე 200 000 მომხმარებელი ჰყავს

„სილქის“ მობაილბანკისთვის 200 000 მომხმარებელი უბრალოდ სტატისტიკა არ არის — ეს ნდობის, ერთგულებისა და საერთო მიზნის მაჩვენებელია. სულ რაღაც სამ თვეში ციფრულ ბანკს კიდევ 100 000 მომხმარებელი დაემატა, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ სიმბოლურ სიახლესთან დაკავშირდებით კი, „სილქმა“ მე-200 000 მომხმარებელს 200 000 ლოიალობის ქულა გადასცა.

„200 000 მომხმარებელი ჩვენთვის დიდი პროგრესიამაგრამ არ არის მიზანი, რომლის მიღწევითაც ვჩერდებით.

უკვე ვიწყებთ ახალ ეტაპს: მომხმარებლს კიდევ უფრო დახვეწილი გამოცდილება, მეტი სერვისი და მეტი შესაძლებლობა ელოდებათ. შემდეგი დიდი მიზანი 300 000 მომხმარებლის მიღებაა, და გვჯერა, ამას თქვენთან ერთად მალე მივაღწევთ.

მადლობა, რომ გზას ჩვენთან ერთად აგრძელებთ“, — აღნიშნავენსილქში“.

რატომ შეიქმნასილქისმობაილბანკი?

პირველ რიგში, ამოსავალი წერტილი ისეთი ფინანსური სერვისის შექმნა იყო, რომელიც სწრაფია, ტექნოლოგიურად მოწინავე და, რაც მთავარია, არჩევანის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მოთხოვნების ერთიანობის პრაქტიკული შედეგია „სილქის“ მობაილბანკი — პროდუქტი მათთვის, ვისაც საკუთარი ფინანსების მართვა ტელეფონიდან, უმარტივესი ოპერაციებით სურს.

რეალურად, „სილქის“ მობაილბანკის განვითარება თავიდანვე მომხმარებლის გამოცდილებაზე დაყრდნობით მიდიოდა. გუნდი მუდმივად უსმენდა ხალხის საჭიროებებს და უკუკავშირის საფუძველზე მუშაობდა ახალი ფუნქციონალების დამატებაზე. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო სიახლეა მობაილბანკიდან კრიპტოვალუტის ყიდვის შესაძლებლობა. შესაბამისად, აღარ არის საჭირო გარე პლატფორმებზე რეგისტრაცია, ტექნიკური ცოდნა ან რთულ ტერმინოლოგიაში გარკვევა — ახლა კრიპტო ყველასთვის ხელმისაწვდომია, მარტივად და უსაფრთხოდ.

ასეთი წარმატებული ნაბიჯები გვარწმუნებს, რომ სწორი გზა ავირჩიეთგზა, სადაც ბანკი მარტივი, მოქნილი და ადამიანზე მორგებული ხდება“, — აღნიშნავენ „სილქში“.

[R]

Gemini-ის ახალი ფუნქცია ილუსტრირებულ ზღაპრებს აგენერირებს

კამპანიის კულმინაცია — Levi’s-მა ბიონსეს მონაწილეობით ბოლო რეკლამა გამოუშვა