in

ბათუმში Silk-ის ფილიალი გაიხსნა

სილქი გაფართოებას განაგრძობს და ქუთაისის შემდეგ ბათუმშიც გახსნა ფილიალი. მართალია, ადგილობრივ მოსახლეობას აქამდეც ჰქონდა საშუალება, სილქის სწრაფი სერვისებით ესარგებლა, ვინაიდან რედისონში უკვე ფუნქციონირებდა სილქის სერვისცენტრი. თუმცა, მოთხოვნის შესაბამისად, ფიზიკური კონსულტაციის საჭიროებაც გაჩნდა. შედეგად, ამიერიდან შეგიძლიათ, მას ბათუმში შემდეგ მისამართზე ეწვიოთ: შალვა ინასარიძის #13.

რა სერვისებით ისარგებლებთ სილქის ბათუმის ფილიალში?

სილქის სხვა ფილიალების მსგავსად, მომხმარებლები აქაც სხვადასხვა საბანკო პროდუქტით თუ სერვისით ისარგებლებენ: სამომხმარებლო სესხი, ავტოსესხი, მიკრო ბიზნესსესხი, ანაბარი, შოპინგბარათი „მერე“ თუ სხვა.

საინტერესოა, რომ ავტოსესხი განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტი აღმოჩნდა ბათუმის მოსახლეობისთვის. ამის გათვალისწინებით, სილქი მათ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხის აღებას საუკეთესო პირობით სთავაზობს; კერძოდ, 70 000 ლარამდე თანხის მოთხოვნას შეძლებენ შემოსავლების დადასტურების გარეშე, 5-თვიანი საშეღავათო პერიოდით. ხოლო ისინი, ვინც არსებულ ავტოსესხს სილქში დააპორტირებენ, 10%-ამდე ნაკლებ, ეფექტიან განაკვეთს მიიღებენ.

ამავდროულად, ბათუმის მცხოვრებლები შეძლებენ, სილქში სხვადასხვა მიზნით მიიღონ მიკრო ბიზნესსესხი: იქნება ეს ბიზნესის გაფართოებასთან, სამომხმარებლო თუ პირად მიზნებთან დაკავშირებული. რაც მთავარია, სილქში ინდივიდუალურად განიხილავენ მსესხებლის პირად საჭიროებებს.

ხოლო დეპოზიტის მეშვეობით, მომხმარებლები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებენ. თანაც, ამ შემთხვევაშიც, მსხვილი დეპოზიტორებისთვის შეთავაზებებს ინდივიდუალურად განიხილავენ და მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებენ.

დამატებით რა სერვისს უნდა ელოდეთ სილქის ბათუმის ფილიალში?

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ახალ ფილიალში სილქნეტის ფიქსირებულ და მობილურ პროდუქტებთან დაკავშირებითაც მიიღებთ მომსახურებას. უფრო კონკრეტულად, აქ შესაძლებელია სასურველი ნომრის შერჩევა და ქსელში ჩართვა, მომსახურების პაკეტის გააქტიურება და პორტირების პროცედურის გავლა. ასევე, სურვილის შემთხვევაში, დეტალურად გაეცნობით კომპანიის ფასდაკლებებსა თუ შეთავაზებებს.

როგორც სილქში აღნიშნავენ, ბათუმის ფილიალში სილქნეტის მომსახურების ცენტრის ამოქმედება კომპანიის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის და, ამავდროულად, ნებისმიერ ადგილობრივ მომხმარებელს თუ ტურისტს შეუქმნის კომფორტს, სწრაფი მომსახურებით ისარგებლოს.

ამ ყველაფერთან ერთად, უნიკალურ შეთავაზებაზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც სილქ ბანკმა სპეციალურად სილქნეტის მომხმარებლებისთვის შეიმუშავა; კერძოდ, თუკი მინიმუმ 6 თვის განმავლობაში სილქნეტის ერთ-ერთი პროდუქტის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ, 5000 ლარამდე ოდენობის სესხი სულ რაღაც 3 წუთში, ყოველგვარი საბუთისა თუ შემოსავლების დადასტურების გარეშე მიიღოთ.

შეგახსენებთ, რომ გარდა ბათუმისა და ქუთაისის ფილიალებისა, სილქის მომსახურების მიღება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე: თბილისში: ზაარბრიუკენის #2-ში. სერვისცენტრები კი — თბილისისა და ბათუმის რედისონებსა და რუსთავის ავტობაზრობაზეა განლაგებული.

[პარტნიორის კონტენტი]

ნახეთ: Super Bowl LVIX-ის 8 საუკეთესო რეკლამა

როგორ შევიქმნათ პროფესიონალური იმიჯი სოციალურ მედიაში და მის გარეთაც