ღონისძიების დაგეგმვისას ორგანიზატორების მთავარი საფიქრალი ისაა, როგორ ჩაივლის თითოეული მნიშვნელოვანი დეტალი. ცდილობენ, საგულდაგულოდ იზრუნონ სრულყოფილი შედეგის მიღებაზე, სტუმრები მაქსიმალურად კმაყოფილები რომ იყვნენ და დღის ბოლოს რაიმე ხარვეზებზე არ ფიქრობდნენ. ამისათვის ხშირად მიმართავენ ქეითერინგ სერვისს, რომელიც ორგანიზატორების ტვირთის ნაწილს საკუთარ თავზე იღებს და იდეალური დღის შექმნაზე ზრუნავს. კერძოდ, ქეითერინგის მომსახურება საკვების მომზადებისა და შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფას გულისხმობს.
კვების მრეწველობა ძალიან კონკურენტულია, რაც იმას ნიშნავს, უნიკალური ნიშის გამოკვეთა აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ასეთია Silk Catering-ის მომსახურებაც — ივენთ კოორდინატორისა და მაღალკვალიფიციური, დიდი გამოცდილების მქონე მზარეულებით, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ საუკეთესო შედეგების მისაღებად. უკვე ორი წელია, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს, თუმცა მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებების ნაწილიც ყოფილა. მათ შორისაა ITB Berlin, სადაც სილქ ქეითერინგის გუნდი ქართული კერძებით გაუმასპინძლდა ტურიზმის სფეროში მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენის გახსნის ღონისძიებას.
ამასთან, Silk Catering-ის მაღალკვალიფიციურ გუნდს ნებისმიერი ზომისა და ტიპის ღონისძიების დაგეგმვა და პროფესიონალურად ორგანიზება უმოკლეს ვადაში შეუძლია; თანაც ყველანაირ ლოკაციაზე — მათ შორის საზღვრებს გარეთაც. მომსახურების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას კი ირაკლი ასათიანი, „სილქ ჰოსფითალითის“ ბრენდ შეფი გვიზიარებს:
M: პირველ რიგში, ვისაუბროთ, რას მოიცავს Silk Catreing-ის მომსახურება?
ჩემთვის, როგორც შეფისთვის, Silk Catering მოიცავს მრავალფეროვან კვებით მომსახურებას ნებისმიერ ლოკაციაზე, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანისთვის. ჩვენთვის შეზღუდვები არ არსებობს და ყველანაირად ვერგებით მომხმარებელთა სურვილებს — ზუსტად ვითვალისწინებთ, რა უნდათ მათ. თანაც თუ დამკვეთმა ზუსტად არ იცის, როგორი ტიპის მენიუს ამჯობინებს, ჩვენი გუნდიც ეხმარება ამ შერჩევის პროცესში, რათა მაქსიმალურად იდეალური ვარიანტები მივიღოთ.
თანაც არსებული გამოცდილებით ყველანაირი სახის ღონისძიება ჩაგვიტარებია, იქნება ეს ქორწილი, დაბადების დღე, საქმიანი ვახშამი ქვეყნის საზღვრებს გარეთ თუ შიგნით. მიზეზი კი ერთია: ძალიან მრავალფეროვან პროდუქტს ვთავაზობთ ყველას.
M: საინტერესოა, დაახლოებით რამდენი ხნით ადრე უნდა დაგიკავშირდნენ იმისთვის, რომ მომსახურება შეძლოთ?
სასურველია, ორი დღით ადრე გვქონდეს სრული ინფორმაცია, რათა მაქსიმალურად შევძლოთ მომხმარებლის დაკმაყოფილება. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ერთ დღეში ჩაგვიტარებია სხვადასხვა ლოკაციაზე ორი ღონისძიება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უდიდეს შრომასთანაა დაკავშირებული და თითოეული წევრის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.
M: რაიმე შეზღუდვა თუ არსებობს კონკრეტული კულტურის სამზარეულოსთან მიმართებით?
ქეითერინგის ფარგლებში ყველანაირი კულტურის სამზარეულოსთან გვქონია შეხება. ჩვენ ყოველთვის ვერგებით მომხმარებლის სურვილებს და ნებისმიერი მათი წარმოსახვა რეალობაში გადმოგაქვს. გვაქვს სხვადასხვა მიმართულება, როგორც ბუფეტის სტილი, ასევე სეტი და საზიარო მენიუები. ყველაფერს კი ამა თუ იმ კულტურის სამზარეულოს შტრიხები გასდევს.
M: სხვა ქეითერინგ სერვისებთან მიმართებით რა კონკურენტული უპირატესობები გაქვთ?
პირველ რიგში, ეს არის სანდო და პროფესიონალი გუნდი — ადამიანები, რომელთაც უყვართ საკუთარი პროფესია. ვფიქრობ, საქმისადმი მათი დამოკიდებულება წარმატების ერთ-ერთი კომპონენტია. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის მხოლოდ ახალ და ხარისხიან პროდუქციას ვიყენებთ, რაც ავტომატურად კონკურენტულ უპირატესობაზე მიუთითებს.
თანაც ჩვენი მენიუები სეზონურად იცვლება, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, მომხმარებლებს მუდმივი სიახლის განცდა შევუნარჩუნოთ. ასევე, სტილი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ და ვნერგავთ, საინტერესო სიახლეა ქართულ ბაზარზე.
M: ვისაუბროთ უკვე წარმატებულ გამოცდილებებზე, რომლებიც ამ დრომდე მოაგროვეთ…
ჩვენ ვამაყობთ გამოცდილებით, როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისე შიგნით. არ შემიძლია არ გამოვყო შემდეგი ღონისძიებები, Verbier Festival-ის დახურვის 30 წლისადმი მიძღვნილი გალა ვახშამი; ITB-ის ღონისძიება ბერლინში, სადაც 3000 ადამიანს მოვემსახურეთ; TBC-ის 10 000-კაციანი ღონისძიება. ეს უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც გვეამაყება იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კომპანია ბაზარზე მხოლოდ ორი წლის არსებობას ითვლის.
შედეგი უკვე ნამდვილად ძალიან კარგია და გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენი კომპანია საკმაოდ მზარდი და დიდი ამბიციების მქონეა.
Silk Catering-ის ბროშურის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.