in

Silk Go და Silksport – „სილქნეტის“ ახალი კინო და სპორტული პლატფორმები

„სილქნეტის“ ექსკლუზიური კონტენტი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. კომპანიამ 2 ახალი, ციფრული პლატფორმა Silksport და Silk Go ჩაუშვა და როგორც თავად ამბობენ, არ აქვს მნიშვნელობა, ვისი აბონენტია მომხმარებელი – „თუ სპორტი  და კინო ძალიან გიყვარს, ამაზე უფრო კარგ სივრცეს ვერსად ნახავ. ნებისმიერი მოწყობილობიდან შეგიძლია თვალი ადევნო ყველაზე მაგარ ჩემპიონატებს, ფილმებს და სერიალებს. თანაც, უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და რაც მთავარია – ლეგალურად“.

BOG
BOG

„სილქნეტში“ ამბობენ, რომ silksport.ge-ზე ყველაფერია სპორტის მოყვარულთათვის.

„4 „სილქ სპორტის“ არხი და გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორის, Setanta Sport 1-ისა და Setanta Sport 2-ის ექსკლუზიური, განახლებული პროგრამა. რას ნახავთ აქ? ტოპ ჩემპიონატებს – თანაც, ყველასთვის უფასოდ:

  • ფეხბურთი – ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა,  ესპანეთის პრიმერა დივიზიონი, ჰოლანდიის, პორტუგალიის, შვეიცარიის,  აშშ-ს ჩემპიონატები, საფრანგეთის თასი; სამხრეთ ამერიკის საკლუბო ტურნირები; ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების სანაკრებო შესარჩევი ტურნირები.
  • კალათბურთი – NBA, ევროლიგა, ევროთასი და ესპანეთის ჩემპიონატი.
  • ჩოგბურთი – ATP, WTA ტურნირები; ლეივერის თასი, საფრანგეთის ღია პირველობა.
  • რაგბი – ექვსი ერის თასი, მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებების ტესტმატჩები.
  • ხელბურთი – მსოფლიოსა და ევროპის სანაკრებო ჩემპიონატები (მამაკაცები, ქალები) და ჩემპიონთა ლიგა (მამაკაცები, ქალები).
  • ძიუდო – მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები;
  • მძლეოსნობა – ბრილიანტის ლიგა
  • დოღი – ბრიტანული და ფრანგული დოღების სეზონი
  • მოტო სპორტი – მსოფლიო ჩემპიონატი.

რაც შეეხება silkgo.ge-ს, კომპანიის წარმომადგენლების თქმით,  მაყურებელი აქ ნახავს 50-ზე მეტ ქართულ და უცხოურ არხს, მათ შორის, რა თქმა უნდა, „სილქნეტის“ ექსკლუზიურ კინო და სპორტულ არხებს.

„რაც მთავარია, განახლებულ Silk Go-ს დაემატა კინო – კატალოგი Amediateka, სადაც მსოფლიოს წამყვანი სტუდიების უახლესი სერიალები და ფილმებია. ასევე – ვიდეოთეკა, სხვადასხვა ჟანრის ფილმებით. თითოეულ კინოპროდუქციაზე კომპანიას ექსკლუზიური უფლებები აქვს“.

„სილქნეტის“ წარმომადგენლების თქმით, 15 აპრილამდე, ყველა ფილმი თუ სერიალი უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

„სულ მალე კიSilk Go-ს განახლებული მობილური აპლიკაციითაც ისარგებლებთ. მნიშვნელოვანია, რომ „სილქნეტის“ (ჯეოსელის) მობილური ქსელის მომხმარებლები, SILK GO-ს აპლიკაციას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე მიიღებენ – აბონენტებს მობილური ტრაფიკის საფასური არ დაერიცხებათ“.

 

Cybertruck-ით შთაგონებული iPhone 11 Pro – მოდელი, რომელიც მხოლოდ 99 ცალი გამოვა

Kollektiv-მა ​ამერიკული PAWMONA-სთვის ახალი შეფუთვა შექმნა