კამპანია #გაიაქტიურეზამთარი გრძელდება და „სილქნეტი“, ახალი წლის დადგომამდე, კიდევ ერთ სიახლეს გვთავაზობს – აპლიკაცია SILK Go დღეიდან ხელმისაწვდომია სმარტ ტელევიზორებზე. ნებისმიერი პროვაიდერის ქსელის ინტერნეტით, ტელევიზორში აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ, მაყურებელს ქართულ და უცხოურ სატელევიზიო პროგრამებთან ექნება წვდომა.
15 იანვრის ჩათვლით, ტელემაყურებელს საჩუქრად გაუაქტიურდება პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“. ტვ პაკეტში ყველა ძირითადი ქართული არხია: პირველი არხი; ტვ პირველი; იმედი; რუსთავი 2; მაესტრო; GDS TV; ფორმულა; მთავარი არხი; Music Box; არტარეა, ასევე ევრონიუს ჯორჯია და სხვა. სპორტის მოყვარულები Silk Sport-ის სამივე არხზე მიადევნებენ თვალს სპორტულ ექსკლუზივებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ლა ლიგა, სერია A, რაგბისა და NBA ჩემპიონატებს; სილქ კინო არხები სადღესასწაულო დღეებში საახალწლო ფილმებს შესთავაზებენ კინომოყვარულებს. მრავალფეროვანი პროგრამაა სილქ უნივერსალზე, სილქ დოკუმენტურზე და Silk Kids-ზე,.
ქართული არხების გარდა, პაკეტში მრავალფეროვანი, გასართობი, საინფორმაციო, შემეცნებითი სპორტული, მუსიკალური უცხოური არხებია.
მას შემდეგ რაც მიმდინარე აქცია დასრულდება, 11 ქართული არხი კვლავაც უფასო დარჩება ეთერში!
თუ გაქვთ სმარტ ტელევიზორი, გაიარეთ ავტორიზაცია მარტივად:
- ჩამოტვირთე აპლიკაცია “Silk Go” ტელევიზორში.
• გამოიყენე მობილურის QR კოდი;
• მიჰყევი რეგისტრაციის პროცესს ტელევიზორის ვებ ბრაუზერიდან „სილქნეტის“ საიტზე
რა უნდა იცოდეთ:
- აპლიკაცია თავსებადია 2017 წლიდან წარმოებული ტელევიზორების ოპერაციულ სისტემასთან და მაუწყებლობს როგორც LAN კაბელით, ისე WiFi კავშირით.
- აპლიკაცია Silk Go-ს გამოყენება ასევე შესაძლებელია: სმარტფონზე, პლანშეტზე და პერსონალურ კომპიუტერზე.
[R]