თქვენთვის სასურველ დროს, ნებისმიერი ლოკაციიდან, ნებისმიერი ქსელიდან, ნებისმიერი მობილური მოწყობილობით: სმარტფონით, პლანშეტით, კომპიუტერით – შეძლებთ თვალი ადევნოთ სატელევიზიო ეთერს: სპორტულ გადაცემებს, ფილმებს, საინფორმაციო და შემეცნებით პროგრამას, თუ შესაბამის აპლიკაციას ჩამოტვირთავთ და გექნებათ წვდომა ინტერნეტთან.
აპლიკაცია Silk Go სილქნეტის სატელევიზიო სერვისის SilkTV-ის ანალოგია: მრავალფეროვანი, ჟანრებად დაყოფილი კონტენტით და ინტერაქტიული ფუნქციონალით.
იმისათვის რომ გახდეთ Silk Go-ს მომხმარებელი, ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, გაიარეთ რეგისტრაცია ნებისმიერი ქსელის მობილური ნომრით და აქციის ფარგლებში მიიღეთ:
- ყველაზე მრავალფეროვანი პაკეტი „პრემიუმ ჯორჯია“ უფასოდ -15 იანვრის ჩათვლით (2022 წ) გაგიაქტიურდებათ 40-ზე მეტი ქართული და უცხოური არხი, მათ შორის: Silk სპორტ არხები, კინო, საინფორმაციო, შემეცნებითი კონტენტი.
- ვიდეოთეკა და კინო-კატალოგი Amediateka საჩუქრად – აქციის ფარგლებში, ისარგებლებთ ამ დამატებითი სერვისებით: წინანდლის მუსიკალური ფესტივალის კონცერტების არქივით და კინოკატალოგით, სადაც მსოფლიო პრემიერები და რეიტინგული სერიალებია განთავსებული.
- Silk Go აპლიკაციას ჩამოტვირთავთ უფასოდ, გაივლით გამარტივებულ რეგისტრაციას ნებისმიერი ქსელის მობილურის ნომრით და ისარგებლებთ სატელევიზიო კონტენტით სააბონენტო გადასახადის გარეშე 15 იანვრის ჩათვლით, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
[R]












