in

სილქ ჰოსფითალითის ობიექტები Booking.com Traveller Review Awards-ის გამარჯვებულია

Traveller Review Awards პრესტიჟული ჯილდოა, რომლითაც საერთაშორისო ტურისტული პლატფორმა Booking.com-ი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულ სასტუმროებს გადასცემს. მათ რეკომენდაციას მილიონობით მოგზაური უწევს. აღნიშნული ჯილდოს მოპოვება სილქ ჰოსფითალითის ობიექტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა, რომელსაც საფუძვლად მაღალი სტანდარტების მომსახურება უდევს.

რადისონ ბლუ ივერია თბილისი, წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი, პარკ ჰოტელი, რადისონ ბლუ ბათუმი და ახალი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხი ბოტანიკო – ეს იმ ობიექტების ჩამონათვალია რომლებიც შექმნილია სილქ დეველოპმენტისა და სილქ ჰოსფითალითის მიერ. თითოეულ ამ ობიექტში კი, მაღალი ხარისხის რესტორნებია განთავსებული, სადაც გამორჩეული მომსახურება დაგხვდებათ.

აღნიშნული ობიექტებიდან მწვანე კონცხი ბოტანიკოს და წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენი ინაწილებენ პირველ ადგილს 9.3 ქულით, მეორე ადგილზეა პარკ ჰოტელი 8.9 ქულით, ხოლო რადისონ ბლუ ივერია 8.6 და რადისონ ბლუ ბათუმი 8.5 ქულით.

წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო მწვანე კონცხმა ბოტანიკომ, რომელიც დაუვიწყარი ზღვისპირა საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან მხოლოდ 2 წუთის ფეხის სავალზე. ის მაცხოვრებლებსა და გარე სტუმრებს კაფე „ბოტანიკოსაც“ სთავაზობს. პროექტმა 2024 წელს არაერთი საერთაშორისო ჯილდოც მოიპოვა. ბოტანიკო Archello Award 2024-ის ხალხის რჩეული იყო კატეგორიაში – Housing Project of the Year – Mid Rise. გარდა ამისა, გაიმარჯვა FIABCI-Georgia-ს Prix d’ Excellence ეროვნული დაჯილდოების ორ ნომინაციაში – 2024 წლის საუკეთესო დასასვენებელი კურორტი და საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობა. მწვანე კონცხი ბოტანიკო არის ადგილი, სადაც შესაძლებელია როგორც სრულად გარემონტებული ბინის შეძენა, ასევე ქირაობა და ნებისმიერ შემთხვევაში კაფე „ბოტანიკოს“ სტუმრობა, რომელიც ქართულ და ევროპულ კერძებს აერთიანებს.

დღესდღეობით სილქ ჰოსფითალითის საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და ერთიანებს 20-მდე ობიექტს, მათ შორის საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდის ხუთ სასტუმროს თბილისში, ბათუმსა და კახეთში. კომპანიაში დასაქმებულია 2,000ზე მეტი თანამშრომელი. მათ მართვას ახორციელებს კომპანიის პროფესიონალთა გუნდი, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის, მარკეტინგის, ფინანსების, ადამიანური რესურსებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოცდილ სპეციალისტებს აერთიანებს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაატარეთ დრო? – ამას Dove-ის კამპანია მხოლოდ პროდუქტის ჩვენებით გვიყვება

Google Play სანდო VPN აპლიკაციებს ვერიფიკაციის ნიშნებს დაამატებს