in

გაიგეთ, როგორ აღნიშნავს „სილქ ჰოსფითალითი” ვალენტინობის დღესასწაულს სასტუმროებსა და რესტორნებში

14 თებერვალს მსოფლიო მასშტაბით წყვილები სიყვარულის დღესასწაულს აღნიშნავენ. საქართველოში კი „სილქ ჰოსფითალითი” სთავაზობს სტუმრებს განსაკუთრებულ ღონისძიებებს, იქნება ეს სასტუმრო ტელეგრაფში, რადისონ ბლუ თბილისში, წინანდლის მამულის რადისონ ქოლექშენში, კოხტა ბაკურიანში თუ რადისონ ბლუ ბათუმში.

ყველასათვის საყვარელ წინანდლის მამულში სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი” უმასპინძლებს კატო კვარაცხელიას და ლუკა თოფურიას თავიანთი გამორჩეული მუსიკალური პროგრამით. ღონისძიება Library Bar-ში გაიმართება, სადაც შემდგომ DJ Bonjourlan წარდგება.

თბილისში, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო „ტელეგრაფი” შეკრების საყვარელი ადგილი გახდა. Grand Café-ს, იტალიურ რესტორან Philosophico-ს და Bell&Grey-ს ხშირად სტუმრობენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრები. ვალენტინობის დღესასწაულს სამივე რესტორანში სპეციალური მენიუთი, მუსიკალური გაფორმებითა და საჩუქრებით შეხვდებიან.

რესპუბლიკის მოედანზე მდებარე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია” მაღალი დონის მომსახურებითა და სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, სასტუმროში მდებარე რესტორნებში – „ფილინი” და „უმამი”, სტუმრებს მუსიკალური ჯაზსაღამოები, სპეციალური კოქტეილები და განსაკუთრებული დესერტები ელოდებათ, ხოლო მე-18 სართულზე არსებულ პანორამულ ბარ „ოქსიჯენში” 21:00 საათიდან დიჯეი დაუკრავს.

რაც შეეხება რადისონ ბლუ ბათუმს, აქ სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ რესტორანი მედეას გამორჩეული ქართული კერძები და შემდგომ გადაინაცვლონ მე-19 სართულზე მდებარე Umami at Cloud-ში, სადაც Jazz Duo საღამოს მუსიკალურად გააფორმებს.

„კოხტა ბაკურიანი” კი ვალენტინობას ზამთრის ჯაზფესტივალით Winter Jazz-ით შეხვდება. 2-დღიანი მუსიკალური ფესტივალი სასტუმროს სტუმრებს კონცერტებსა და დასამახსოვრებელ საღამოებს ჰპირდება.

სასტუმროში და რესტორნებში ადგილის დასაჯავშნად დაუკავშირდით [email protected]

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ შეცვლის AI ონლაინ გაცნობის აპლიკაციების გამოცდილებას

Pinterest-ის 8 ალტერნატივა, რომლებიც შთაგონების პოვნაში დაგეხმარებათ