ვიდეო რგოლი სარეკლამო სააგენტო JWT Metro-მ გადაიღო, კლიპის რეჟისორი: გიორგი ოკმელაშვილი. იდეის ავტორი: ნიკუშა ანთაძე. მარკეტერი სილქნეტის წარმომადგენელს, ნუცა ლელაშვილს ესაუბრა:
რა არის თქვენი ახალი კამპანიის მიზანი?
კამპანიის მიზანი რეგისტრაციების ზრდაა, ჩვენ გვინდა სილქტივის აბონენტთა რიცხვი გაიზარდოს და მეტმა ადამიანმა გამოსცადოს რას ნიშნავს: უფრო მეტი ვიდრე ტელევიზია.
და რა მოლოდინი გაქვთ და რატომ გადაწყვიტეთ მსგავსი კამპანიის წამოწყება?
მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ტელევიზიის მაყურებელთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება. მომხმარებელი წინასწარ ემზადება თამაშებისთვის, რიგ შემთხვევებში ყიდულობს უკეთეს ტელევიზორს, ცდილობს მეტი კომფორტი მოიწყოს. მეტი კომფორტისთვის კი სილქტივი აუცილებელია. თქვენ საშუალება გაქვთ HD ხარისხში უყუროთ თამაშებს, გადაახვიოთ ნებისმიერი, განსაკუთრებულად საინტერესო მომენტი, შეანელოთ კადრი ან დააპაუზოთ. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოგადგებათ როდესაც დაძაბული ან სადაო მომენტებია თამაშში. ჩვენ გვინდა ყველას მიეცეს საშუალება გამოსცადოს ინტერაქტიული ტელევიზიის უპირატესობები, სწორედ ამიტომ ამ აქციის ფარგლებში ყველა ვინც დარეგისტრირდება 4 ივლისამდე, 1 თვის სააბონენტო მომსახურებას საჩუქრად მიიღებს.