in

„სილქ უნივერსალზე“ „ვიკინგების“ ფინალური სეზონის პრემიერა შედგება

სილქნეტმა „ვიკინგების“ ფინალური სეზონის ჩვენების უფლება მოიპოვა. ეპიზოდები პარასკევობით „სილქ უნივერსალის“ არხით გავა ქართულ ენაზე – დღეში ორჯერ – 14:00 და 22:00 საათზე.

SilkTV-ის მომხმარებლების გარდა, სერიალის ნახვა ციფრულ მაუწყებელზე (DVB-T2) და საკაბელო ტელევიზიებითაც იქნება შესაძლებელი, სადაც არხი „სილქ უნივერსალია“ განთავსებული.

ეს სეზონი სრულად ვიკინგების ექსპანსიას ეძღვნება. რაგნარის შვილები ამჯერად „აბრეშუმის გზას“ დაადგებიან და ჩინეთისა და რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერებს გადაეყრებიან. History Chanel-ის ისტორიული ჟანრის სერიალის „ვიკინგების“ პრემიერა 2013 წელს შედგა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. მეექვსე სეზონის ეპიზოდები სრულად ირლანდიაშია გადაღებული და ისინი იქნება ეპიკურიც და საბოლოოც.

კინომოყვარულებს კომპანია სილქნეტი მუდმივად სთავაზობს სიახლეებს. მათთვის შექმნილია, როგორც თემატური პაკეტები, კინოკატალოგი Amediateka, ასევე ვიდეოთეკა, სადაც მსოფლიო რეიტინგული კინოპროდუქციაა განთავსებული. სერვისს გადახვევა დაპაუზების ფუნქცია გააჩნია და ასევე HD ხარისხით აწვდის ტელე პროგრამას მომხმარებელს.

არხი “სილქ უნივერსალი”, SilkTV-ის სერვისის გარდა, სხვა საკაბელო ტელევიზიების ქსელით და ციფრული ფორმატითაც (სიგნალი დეციმეტრული ანტენით და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობით SET –TOP-BOX) მაუწყებლობს. ამ არხით გასული „ვიკინგების“ ფინალური სეზონის ნახვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„სილქნეტი“ თავის მომხმარებელს მხოლოდ ლიცენზირებულ კინოპროდუქციას აწვდის. კომპანიას მსოფლიო ინდუსტრიებთან გაფორმებული აქვს სპეციალური კონტრაქტები, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყნის შიგნით საავტორო, საკუთრების თუ ინტელექტუალური უფლებები დაიცვას.

[R]

რა აქვს ქართულ ბრენდ Phubber-ს ჩვენთვის სათქმელი?

„ეს უნდა გამოცადო“ – სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს