in

მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic და Live კონცერტი Lenø Records-თან ერთად – „სილქნეტის“ საახალწლო საჩუქარი

„რა არის ახალი? „სილქნეტს“ თქვენთვის საახალწლო საჩუქარი აქვს  – პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic და ქართველი შემსრულებლების Live კონცერტი „სილქუნივერსალის“ საახალწლო ეთერში, Lenø Records-თან ერთად“. 

ნინო ქათამაძე, მწვანე ოთახი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ბენდი Loudspeakers, Killages Bedford Falls, ერეკლე დეისაძე, ელენე კალანდაძე & ერეკლე გეწაძე ,DRO, Sophie Villy, Michailo,ზუკა სიმონიშვილის ტრიო, ანა ჟორდანია, ანუშკა ჩხეიძე, დიმა დადიანი, ეკა დოლიძე & უჩა მეტრეველი, Khondzi, სანდრო ბიბიჩ, ცოტნე ზედგინიძე, სოფო გორდელაძე, გიორგი გიგაშვილი, Janngo, ნუცი ნებიერიძე, ნინი ნუცუბიძე, Anna Doi, ლიზა კერესელიძე – ეს მუსიკოსები 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან, „სილქ უნივერსალის“ პირდაპირ ეთერში, მაყურებლისა თუ მსმენელისთვის საყვარელ და ნაცნობ რეპერტუარს შეასრულებენ. კონცერტის წარმდგენია  „სილქნეტის“ ახალი სერვისი Silk Music და Lenø Records.

„სილქნეტმა“ პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic შექმნა, სადაც 9 მილიონამდე მაღალი ხარისხის მუსიკალური ნაწარმოები იქნება განთავსებული. ამ ეტაპზე, პლატფორმაზე, უცხოური შემსრულებლების კატალოგებია განთავსებული, სამომავლოდ, იგეგმება ქართული კატეგორიის დამატება.

მომსახურების მიღება საქართველოს ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო ქსელის მომხმარებელს შეუძლია. სერვისის მისაღებად, ინტერნეტ მხარდაჭერა (wifi; მობილური ინტერნეტი) აუცილებელი პირობაა. თუმცა, ინტერნეტის გახარჯვის გარეშე, მხოლოდ, „სილქნეტის“ მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი აპლიკაცია.

ტელეფონში მობილური აპლიკაციის გადმოწერისთანავე, მსურველი გაივლის რეგისტრაციას: მობილური ნომრით, ელ.ფოსტის მისამართის მითითებით და პაროლის შექმნით. ამ ეტაპზე, აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია app store-დან, ახლო მომავალში SilkMusic Android Play-ში გამოჩნდება.

„ჩვენი მუსიკალური აპლიკაცია Sony Music Entertainment, Warner Music Group, Universal Music Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

„სილქნეტი“ ამ სიახლით და საკონცერტო პროგრამით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!“

 

[R]

კოსმოსური ღრუბელი 2020 წელთან დამშვიდობებას სიმბოლურად ეხმიანება

როგორი იყო კიდევ ერთი წელი Mastercard-თან ერთად?