2023 წელს, საქართველო პირველად უმასპინძლებს სნოუბორდისა და ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს! მანამდე კი, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორის, სილქნეტის ვიდეორგოლი:
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 17 მაისს, საბერძნეთში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე გამართულ კენჭისყრაზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ საქართველო 2023 წელს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებდა ბაკურიანსა და გუდაურში. მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების თაობაზე განაცხადი ქართულმა მხარემ 2017 წელს გააკეთა.