10
Jun
2019

“გაიგე მეტი ყველგან, სადაც ხარ” – სილქნეტის კამპანია

10 Jun 2019

Elit Electronics


ბაზარზე ახალი ინტერნეტ ტექნოლოგიების წარდგენასთან დაკავშირებით, კომპანია “სილქნეტმა” რეკლამების სერია გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეორგოლები დამოუკიდებელ შინაარსს გადმოსცემენ, ისინი ერთიან სიუჟეტს ქმნიან. “იმისთვის, რომ გაიგო მეტი ყველგან, სადაც ხარ” – ამ გზავნილით “სილქნეტი” მომხმარებელს 4.9G მობილური ინტერნეტის დანერგვას ამცნობს. ვიდეორგოლებში მთავარი აქცენტიც სწორედ ინტერნეტის სიჩქარეზე კეთდება, რაც მის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გახდეს იმ პროცესის უშუალო მონაწილე, რასაც მობილურით ადევნებს თვალს. მაგალითად ისე, როგორც ვიდეორგოლებშია – პარკში სეირნობისას მუზეუმში შეიძლება ამოყოთ თავი და ფიროსმანის “გოგონა წითელი ბუშტით” პირადად გაიცნოთ, ავტობუსის მოსაცდელიდან – სტადიონზე აღმოჩნდეთ, ავტობუსიდან კი – კინოში… კამპანიაზე სააგენტომ WINDFOR’S იმუშავა.

“4.9G სიჩქარე – ეს არის საქართველოში უპრეცედენტო ტექნოლოგია, რომელსაც ქვეყანაში პირველად ნერგავს კომპანია სილქნეტი. პროექტი, თავდაპირველად, მოიცავს თბილისის ცენტრალურ ნაწილს, ხოლო შემდეგ, ეტაპობრივად, მთელ დედაქალაქს და საქართველოს დაფარავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული სილქნეტის პარტნიორი კომპანია “ერიქსონი”, რომელიც გვეხმარება ჯეოსელის ქსელის განვითარებაში თანამედროვე, საერთაშორისო დონის ტექნოლოგიების დანერგვით.

ვიდეორგოლებში მაქსიმალურად ვცადეთ გვეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციის შეუფერხებელი მიწოდება თანამედროვე ადამიანებისათვის. ახალი, 4.9G-ის ტექნოლოგიის საშუალებით, ინტერნეტში არსებული საგანმანათლებლო და გასართობი რესურსების გამოყენება კიდევ უფრო სწრაფი, უხარვეზო და კომფორტული გახდება” – განმარტავს სილქნეტის მარკეტინგის ხელმძღვანელი, კატო ჯავახიშვილი.

Client: Silknet

Agency: WINDFOR’S

Creative Chairman: Vato Kavtaradze

Executive Creative Directors: Beqa Meparishvili

Creative Director: Bibi Asatiani

Senior Art Director: Mari Sukhishvili

Copywriter: Sophie Ivanishvili

Client Service Director: Tamar Tsintsadze

Senior Account Manager: Inga Svanidze

Designers: Masho Nartkoshvili

Production Team:

Executive Producer: Dimitri Sharashenidze

Line Producer: Kakha Abashidze

Director: Dima Chkheidze

DoP: Sandro Darakhvelidze

1st AD: Nutsa Zangurashvili

Focus Puller: Manuchar Elijarashvili

Camera Assistants: Goga Karbelashvili, Bacho Iakobidze

Gaffer: Giorgi Gogatidze

Production Designer: Thea Telia

Production Designer’s Assistant: Zura Gogorikidze

Wardrobe Stylist: Ika Bobokhidze

Wardrobe Stylist Assistant: Buba Beboshvili

Set Manager: Vano Beruashvili

Casting: Misha Aphazava

Make up: Veriko Bedeladze

Location Manager: Irakli Gvishiani

Storyboard Artist: Guram Navrozashvili

Post-Production:

Post-Production Producer: Buro

Editing: Goga Tsikolia

Color-Grading: Goga Tsikolia

Sound Design: Nika Paniashvili, Irakli Ivanishvili,  Studio Phonograph

VFX: Graphic Monte Christo

განხილვა