დადგა ის დიდი დღესასწაული, რომელსაც უკვე ხუთი წელია ველოდით. ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო სტარტი. 5 მარტის ჩათვლით, 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი ერთმანეთს ექსტრემალურ სახეობებში შეეჯიბრება. ესაა ღირსშესანიშნავი ისტორიული მოვლენა, რომელიც ძალიან დიდხანს ემახსოვრება მსოფლიოს. ამ დღეებისთვის ჩემპიონატის ორგანიზატორები და მისი მხარდამჭერები საგულდაგულოდ მოემზადნენ. მსოფლიო ჩემპიონატის წარმდგენი სილქნეტია. სპეციალურად ამ სპორტულ მოვლენასთან დაკავშირებით, შეიქმნა სილქნეტის ვიზუალური სტილი და ვიდეორგოლი. პროექტზე სააგენტო ABK-მ და ფროდაქშენ სტუდია ABKmta-მ იმუშავეს. როგორ შეიქმნა ვიზუალური სტილი, მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი კატო ჯავახიშვილი გვიამბობს.
M: როგორი იყო თქვენი დავალება სააგენტოს მიმართ, ვიზუალური სტილის შესაქმნელად?
ერთი შეხედვით, დავალება თითქოს მარტივი იყო, რადგან თავად მსოფლიო ჩემპიონატის ბრენდინგი უკვე არსებობდა. ისიც სწორედ ABK-ს შექმნილი გახლდათ. ვიზუალური სტილის შექმნისას, გვინდოდა ერთი მხრივ, არ დაგვერღვია ჩემპიონატის ოფიციალური ბრენდინგი და თან სილქნეტსა და მის იდენტობაზე ყოფილიყო მორგებული.
ჩვენი ამოცანა, პირველ რიგში, საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე ცნობადობის გაზრდა, შემდეგ კი, სილქნეტის, როგორც ჩემპიონატის წარმდგენის პოზიციონირება იყო. ვიზუალური სტილის მორგებაში ისიც დაგვეხმარა, რომ ABK-ს გუნდი ძალიან კარგად გვიცნობს, ზუსტად იცის სილქნეტის გემოვნებაც და მოთხოვნებიც. ჩემპიონატისა და სილქნეტის ვიზუალური სტილი ადამიანებს მარტივად უნდა დაეკავშირებინათ ერთმანეთთან. საბოლოო ჯამში, ვფიქრობთ, საინტერესო ბრენდინგი მივიღეთ.
M: რას გამოხატავს ჩემპიონატის ვიზუალური სტილის კონცეფცია?
როგორც იცით, ჩემპიონატის ჩატარების უფლება ჩვენმა ქვეყანამ 2018 წელს მოიპოვა. სწორედ საბერძნეთის კონგრესზე გადაწყდა, რომ ჩემპიონატის ჩატარების ადგილი ბაკურიანი უნდა ყოფილიყო. ამ პროექტზე მუშაობა გუნდის თითოეული წევრისთვის ძალიან საამაყო იყო. ამგვარად, რაღაც დიდის მოანაწილეები ვხდებოდით. შესაბამისად, ამოცანაც რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა – ერთი მხრივ, თვითონ მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება და ამ პროექტში სილქნეტის წვლილი. მეორე მხრივ, ქვეყნისთვის სრულიად ახალი პოტენციალის გაჩენა, რადგანაც ბაკურიანი თავისი ადგილმდებარობით უნიკალურია, მისთვის დამახასიათებელი კონკრეტული ატრიბუტებით. ვეცადეთ ეს ყველაფერი არ დაგვეკარგა და ვიზუალურ სტილში გადმოგვეტანა: მთები, ნაძვები და რა თქმა უნდა, ბაკურიანის სიმბოლო „კუკუშკა“ და ამ მთებზე თავისუფალი სტილით სრიალი.
M: რა შეიქმნა ვიზუალური სტილის პროექტის ფარგლებში?
წლევანდელი ზამთრის სეზონი სილქნეტისთვის, წლის ამ მთავარ მოვლენასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, გარდა საკუთრივ ჩემპიონატისა, ჩვენი პროდუქტების ვიზუალური ხაზიც ამ სტილს მიყვებოდა, ხოლო ჩემპიონატის ფარგლებში, ყველა საკომუნიკაციო არხში ამ ბრენდინგით ვპოზიციონირებდით. SilkTV-ის სქრინის შეფუთვით დაწყებული, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური „მერჩენდაიზინგით“ დამთავრებული.
სხვათაშორის, ჩვენც არ ველოდით, იმდენად დიდი გამოხმაურება მოყვა ჩვენს აქსესუარებს, რომლებიც სილქნეტის მომსახურების ცენტრებში იყიდება. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში კი, ბაკურიანშიც დახვდება კურორტის სტუმრებს.
რაც შეეხება ვიდეორგოლს, გამოცდილებიდან გამომდინარე, ABK-ს არ გასჭირვებია ექსტრემალური კადრების ჩართვა რგოლში. მუსიკაც სპეციალურად ამ რგოლისთვის დაიწერა.
M: როგორ შეაფასებთ ვიზუალურ სტილსა და სააგენტოსთან ერთად მუშაობის პროცესს?
გამოხმაურებამ აჩვენა, რომ ხალხს ძალიან მოეწონა და შეიყვარა ჩვენი ბრენდინგი. რაც შეეხება სააგენტოსთან მუშაობის შეფასებას: ABK-სთან არაერთი წელია ვთანამშრომლობთ. პროცესში ბევრს ვმსჯელობთ, მთლიანად ჩართულები ვართ, ერთი გუნდის პრინციპით ვმუშაობთ და რაც დასაწყისშივე ზუსტად ვიცით, საბოლოოდ ხარისხიან პროდუქტს მივიღებთ. ჩვენი თანამშრომლობა დამკვეთ-შემსრულებელზე უფრო მეტს მოიცავს. განსაკუთრებით, #Bakuriani2023-ის ფარგლებში, რადგან ABK-ს თავადაც აქვს მთის მიმართულება და გულშემატკივრობენ ზამთრის სპორტს. ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობა ორგანულიც იყო და ორივე მხარისთვის საამაყო. პროექტზე მუშაობა კვლავ გრძელდება. საქართველოში პირველ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ABK-ს და სილქნეტის შემაჯამებელ ვიდეოსაც იხილავს გულშემატკივარი.
ჩემპიონატის ვიზუალურ სამზადისში, სილქნეტთან თანამშრომლობას სააგენტო ABK აფასებს:
„სილქნეტთან თანამშრომლობით, მისი, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი მხარდამჭერისა და წარმდგენის პროექტზე ვიმუშავეთ. ვიდეორგოლზე საკომუნიკაციო სააგენტო ABK-მ იზრუნა, ხოლო ფროდაქშენი ABKmta-ს ეკუთვნის, რომელიც ექსტრემალურ ადგილებსა და პირობებში გადაღებაზე არის სპეციალიზირებული.
პროექტის ფარგლებში, შევქმენით გარე ბანერები და აქსესუარების დიზაინი, რომლის შეძენაც ქომაგებს ჩემპიონატის მსვლელობისას შეგიძლიათ. ეს სილქნეტისა და ABK-ს პირველი თანამშრომლობა არ გახლავთ. ჩვენ ბევრი წარმატებული ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანია თუ ვიდეორგოლი გვაქვს ერთად შექმნილი და ახლაც ვამაყობთ, რომ ამ შესანიშნავ საქმეში კვლავაც გუნდურად ვიმუშავეთ.“
სააგენტო: ABK
გადამღები კომპანია: ABKmta
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ერეკლე მხეიძე
პროექტის დირექტორი: ანასტასია ახვლედიაანი
რეჟისორი: დავით ჭაბაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
კამერამენი: ნიკოლოზ საჩალელი
დრონი: ზაალ წერეთელი
აღმასრულებელი პროდიუსერი: ივა წიკლაური
მუსიკა: გიორგი ლაღიძე
ფერის კორექცია: დავით ჭაბაშვილი
გრაფიკა: ABK
[R]