in

რა არის ახალი? – „სილქნეტი“ ავტომატურად განახლებადი, „კოსმო“ პაკეტების შეთავაზებას იწყებს 

„სილქნეტი“, აგრძელებს კამპანიას „რა არის ახალი?“ და მობილური ქსელის აბონენტებს მრავალფეროვან პაკეტებს თავაზობს. ეს არის „კოსმო“ პაკეტები, რომელსაც მომხმარებელი  მოარგებს ყველაზე პროდუქტიულ დღეს, საქმიან კვირას, ან გამოწვევებით დატვირთულ თვეს.

„ახლა ბევრი მუშაობს ოფისის მიღმა, სახლიდან, აგარაკიდან, სხვა ქალაქიდან ან მაღალმთიან სოფლიდან, შესაძლოა, „მარკეტში“ ან გზაში გიწევთ მეილზე პასუხი. „სილქნეტის“ უკვე დასრულებული პროექტი „გიგაბიტ LTE“, რომელიც მეოთხე თაობის ინტერნეტზე 7-ჯერ სწრაფია, შეუფერხებელი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა ნებისმიერი ლოკაციიდან.

მომხმარებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, აირჩიოს: 14 და 28 დღიანი ინტერნეტ პაკეტები, უპრეცედენტო ფასად; შეუზღუდავად გაიაქტიუროს შერეული პაკეტები და ინტერნეტ მოცულობა მისაღებ დროს, მისაღებ ფასად“.

ახალ შეთავაზებაში, „კოსმოს“ ექვსივე პაკეტში, გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი:

„მობილურზე“ უსასრულო საუბარი მოგიწევთ იმ დღეს, თუ ულიმიტო ინტერნეტი უფრო დაგჭირდებათ, ან ყველაფერი ერთად: სასაუბრო დრო, SMS, ინტერნეტ მოცულობა –  სწორედ

„სწორედ ამის მიხედვით დაიწყო კომპანიამ პაკეტების შეთავაზება. ბევრად მეტი ინტერნეტი, უამრავი სასაუბრო დრო და ულიმიტო SMS – კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა „სილქნეტის“ ახალი „კოსმო“ პაკეტებით“.

შეთავაზებით სარგებლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირს ერთნაირად შეუძლია.

პაკეტების აქტივაცია, მოცულობების გადამოწმება და განახლების პირობის გამორთვა შესაძლებელია კომბინაციით *200#.

ვინაიდან „კოსმო“ პაკეტებს ავტომატურად გაგრძელებადი რეჟიმი აქვს, განახლების მომენტისთვის ბალანსზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში, პაკეტები ავტომატურად დაპაუზდება თანხის შევსებამდე. აბონენტი არჩევანში არ არის შეზღუდული – შეუძლია, ერთზე მეტი პაკეტი შეიძინოს, თუმცა, ავტომატური განახლება მოხდება მხოლოდ ბოლოს შეძენილი პაკეტის მიხედვით.

სასაუბრო წუთებს მომხმარებლები გამოიყენებენ ყველა ადგილობრივ ქსელზე, „გლობალსელის“ და „ასანეტის“ მიმართულების გარდა. SMS-ები გავრცელდება სტანდარტულად ყველა იმ მიმართულებით, სადაც გზავნილის ფასი შეადგენს სტანდარტულ ფასს. 1 MB-ის ფასი პაკეტის ვადის ფარგლებში ინტერნეტ მოცულობის ამოწურვის შემდეგ 0.10 ლარი.

„შეარჩიეთ პაკეტები, მოარგეთ ყოველდღიურობას, ისარგებლე 7-ჯერ სწრაფი “გიგაბიტ LTE” უპირატესობით!“

 

[R]

ნახეთ: “საოჯახო პორტრეტი” – ვენერა, დედამიწა და მარსი ვარსკვლავების მსგავსად ბრწყინავენ

Visa გადახდების ქსელში კრიპტოვალუტას ამატებს